ჭადისა და ლობიოს საოცარი რეცეპტი Tatiana’s Kitchen – ისგან, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ ✨️ ექსკლუზიურად “შენი სუფრის” მკითხველს

0
1772
#post_seo_title

ცნობილი Food ბლოგერი Tatiana’s Kitchen shenisupra.ge -ს მკითხველს ექსკლუზიურად უზიარებს ჭადისა და ლობიოს უგემრიელეს რეცეპტს, რომელმაც ბავშვობაში დამაბრუნა – რაჭველი ბებიებისგან განებივრებულს, კეცის ჭადის და ლობიოს საოცარმა გემოებმა, ბავშვობის მოგონებები განმიახლა… ✨️ ამისთვის მადლობა ტატიანას shenisupra.ge -ს რედაქტორისგან ✨️🌸

რეცეპტი:

✅️ “გარეცხილი ლობიო მოვხარშე,
მოხარშული ლობიო გადავწურე, ცივი წყალი გადავავლე და დავწურე ხელით.
ცალკე დავაბლენდერე ნიგოზი, ხახვი, ნიორი, წიწაკა და დავუმატე ლობიოს.

✅️ შევკმაზე მარილით და ფხლის სუნელებით. დავუმატე დაჭრილი ქინძი და გავაფორმე ბროწეულის მარცვლებით.

✅️ კეცი ღუმელში გავაცხელე წინასწარ.

✅️ ჯამში ჩავყარე მჭადის ფქვილი და დავუმატე 1 ც ნედლი სიმინდის მარცვლები, ზეთი და ჩავზილე მინერალური წყლით.

✅️კეცზე დავაფინე სიმინდის ფუჩეჩი და მოვათავსე მჭადის მასა, ზემოდან ზეთი წავუსვი და დავაფინე სიმინდის ფუჩეჩი. გამოვაცხვე ღუმელში 250 გრადუსზე 35 წთ. გამოვიდა უგემრიელესობა!”

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ოჯახში მას მოკრძალებულად ვეძახით: “ნაპოლეონი ალუბლით. “ასჯერ უკეთესი ვიდრე კლასიკური ნაპოლეონი.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ