სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებადალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე

რა რაოდენობის წყალს უნდა იღებდე  გაზაფხულზე და მართლა ეხმარება თუ არა ეს წონის კორექციაში?

წყალს გაზაფხულზე დიდი მნიშვნელობა აქვს.  გაზაფხული არამხოლოდ ბუნების გაღვიძების, არამედ ჩვენი ორგანიზმის განახლების პერიოდიცაა. ამ დროს აქტიურდება მეტაბოლიზმი, იზრდება ფიზიკური აქტივობა და ხშირად ვიწყებთ სხეულის ფორმების მოწესრიგებას. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც წონის კორექციასა და საერთო ჯანმრთელობაზე მოქმედებს — წყლის მიღებაა.

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

რა რაოდენობის წყალი გვჭირდება გაზაფხულზე?

სტანდარტული რეკომენდაციაა — დღეში დაახლოებით 30 მლ წყალი სხეულის თითო კილოგრამ წონაზე. მაგალითად, 70 კგ ადამიანი დღეში დაახლოებით 2.1 ლიტრ წყალს უნდა იღებდეს. თუმცა გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა თანდათან იმატებს და აქტიურობაც იზრდება, წყლის საჭიროება ოდნავ იმატებს.

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

წყლის საჭირო რაოდენობაზე გავლენას ახდენს:

სხეულის წონა და ასაკი

ფიზიკური აქტივობა

კვების რეჟიმი (მეტი ცილა და მარილი – მეტი წყალი)

გარემოს ტემპერატურა

ჯანმრთელობის მდგომარეობა

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

წყალი და წონის კორექცია — ფაქტები და მითი

ხშირად გვესმის, რომ ბევრი წყლის დალევა წონაში დაკლებას უწყობს ხელს. რეალურად, წყალი პირდაპირი გზით კალორიებს არ წვავს, მაგრამ მას ნამდვილად აქვს რამდენიმე მექანიზმი, რაც წონის კორექციას უწყობს ხელს:

1. დაპურების შეგრძნების გაძლიერება – ზოგჯერ შიმშილის გრძნობა სინამდვილეში დეჰიდრატაციაა. წყლის დალევა შუალედებში ხელს უშლის ზედმეტ წასახემსებას.

2. მეტაბოლიზმის დაჩქარება – კვლევების მიხედვით, წყლის დალევის შემდეგ ორგანიზმის ენერგომოხმარება მცირედით, მაგრამ მატულობს.

3. ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერა – ჰიდრატირებული სხეული უფრო ეფექტურად მუშაობს ვარჯიშის დროს, რაც კალორიების წვასაც ეხმარება.

4. დეტოქსის ხელშეწყობა – წყალი ეხმარება თირკმელებს და ღვიძლს ტოქსინების გამოდევნაში, რაც ორგანიზმის სწორი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

როგორი აქტივობებია სასურველი  გაზაფხულზე?

დაიწყეთ დილა ერთი ჭიქა თბილი წყლით – ეს შეეწყობა მონელებას და გაღვიძებას.

ატარეთ წყლით სავსე ბოთლი – მუდმივად შეგახსენებთ სმის საჭიროებას.

ჩართეთ საკვები, რომელიც წყალს შეიცავს: კიტრი, სალათები, სტაფილო, ფორთოხალი.

READ  როგორ ავარჩიოთ იდეალური ავოკადო

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

ყურადღება მიაქციეთ შარდის ფერს – ღია ყვითელი ნიშანია, რომ საკმარისად სვამთ.

გაზაფხულზე წყლის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ის არა მხოლოდ გეხმარებათ ენერგიის შენარჩუნებაში და ტოქსინების გამოყვანაში, არამედ შეიძლება წონის კორექციის პროცესშიც თქვენი მოკავშირე გახდეს. თუმცა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში — ზედმეტი წყალი ისეთივე პრობლემურია, როგორც მისი ნაკლებობა.

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები