კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვამზადოთ წიწიბურა ფარშით

როგორ მოვამზადოთ წიწიბურა ფარშით

წიწიბურა ფარშით

წიწიბურა მთელ რიგ უნიკალურ და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს და მისი ფაფაც ყველასგან გამოირჩევა. მასში პრაქტიკულად ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინი შედის, ასევე ბევრი რკინა და ამინომჟავა. საოცარია, რომ შეგიძლიათ იკვებოთ მხოლოდ მოხარშული წიწიბურათი დიდი ხნის მანძილზე და თავი საუცხოოდ იგრძნოთ. მაგრამ, რატომ შევიზღუდოთ თავი მხოლოდ მისი ფაფით, როცა ფარშის და ტომატის სოუსის დამატებით საოცარ კერძს მიღებთ.

როგორ მოვამზადოთ წიწიბურა ფარშით | შენი სუფრა

წიწიბურა კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობა უკრაინულ და პოლონურ სამზარეულოში. ისინი ძირითადად ფარშით მზადდება, მაგრამ მარხვის დროს შეგიძლიათ ფარში არ გამოიყენოთ. 1 პორცია მათთვის, ვინც მარხვაზეა, მეორე მათთვის, ვინც ხორცს ჭამს.

როგორ მოვამზადოთ წიწიბურა ფარშით | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • 500 გ ფარში
  • 2 დიდი ხახვი
  • 1 ჭიქა წიწიბურა
  • 1 კვერცხი
  • 1 ნიორი
  • ფქვილი
  • მარილი
  • სუნელები გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი
  • ტომატპასტა

მომზადება

  1. გარეცხეთ წიწიბურა და ქვაბში გააშრეთ.
  2. დაასხით 2 ჭიქა წყალი, მოაყარეთ მარილი. მიიყვანეთ ადუღებამდე და კიდევ 15 წთ ხარშეთ. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი.როგორ მოვამზადოთ წიწიბურა ფარშით | შენი სუფრა
  3. სანამ ფარში დნება, გაატარეთ ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში და აურიეთ ფარშს.
  4. დაახალეთ კვერცხი და დაამმატეთ სუნელები გემოვნებით.როგორ მოვამზადოთ წიწიბურა ფარშით | შენი სუფრა
  5. შემდეგ დაამატეთ მასა წიწიბურას, მიეცით კატლეტების ფორმა და ამოავლეთ ფქვილში.
    როგორ მოვამზადოთ წიწიბურა ფარშით | შენი სუფრა
  6. შეწვით ორივე მხარეს, შემდგ ტომატპასტაში ჩათუშეთ.
წიწიბურას ფაფა თქვენს ფიგურას ფორმაში ამყოფებს. სასარგებლო ნივთიერებები რომლებიც მასშია, თმის და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. გაიმრავალფეროვნეთ რაციონი!
READ  უგემრიელესი და სასარგებლო ტორტის რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ ჭირდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები