ძროხის ხორცის ხარჩო

0
255
#post_seo_title

მ ა ს ა ლ ა:

 

ძროხის მკერდის ხორცი 1 კგ

ბრინჯი 150 გრამი

ხახვი 2-3 თავი

ნიორი 2 კბილი

ტომატი 1/2 ს/კ

დანაყილი ქინძი, ოხრახუში 1 ს/კ

ხმელი სუნელი 1 ჩ/კ

კარაქი 50 გრამი

წიწაკა და მარილი გემოვნებით

 

ხორცი დავჭრათ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში მოსახარშად. კარგად მოვქაფოთ, როდესაც ხორცი თითქმის მოიხარშება, ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ცხიმში და დავაამატოთ ტომატი, 2-3 წუთით ვადუღოთ და თან ვურიოთ. ბრინჯის მოხარშვის შემდეგ ეს მასა ჩავუშვათ ქვაბში, დავუმატოთ დანაყილი ქინძი, ნიორი, ოხრახუში, ხმელი სუნელი და შევაზავოთ მარილით და წიწაკით.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  “რაფაელო”-გემოს დღესასწაული. მოამზადეთ ჰაეროვანი ტკბილეული და აჩუქეთ ჯადოსნური წუთები საყვარელ ადამიანებს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ