ძალიან მიყვარს ყაბაყის სეზონი, ხშირად ვამზადებ დამარინადებულ ყაბაყს, რომელიც სასარგებლოც არის და დიეტურიც.

0
162
#post_seo_title

დამარინადებული ყაბაყი

ინგრედიენტები:

500 გრამი ახალგაზრდა ყაბაყი

1.5 ჩ/კ. მარილი

70 გ მცენარეული ზეთი

2 ს/კ. ძმარი

2 ს/კ. თაფლი

5-6 კბილი ნიორი

დაფქვილი შავი პილპილი

ახალი მწვანილი

მომზადება

გარეცხეთ ყაბაყი. თუ ახალგაზრდაა, კანს ნუ მოაცლით, თუ ზრდასრულია, გაფცქვენით და თხელ ნაჭრებად დაჭერით.

კარგია თუ ბოსტნეულის საჭრელით დაჭრით, ასე თანაბარი და თხელი ნაჭრები გამოგივათ. მოაყარეთ ცოტა მარილი და ცოტა ხანს დატოვეთ, რომ ზედმეტი სითხე გამოსცეს.

 

ძალიან მიყვარს ყაბაყის სეზონი, ხშირად ვამზადებ დამარინადებულ ყაბაყს, რომელიც სასარგებლოც არის და დიეტურიც. | შენი სუფრა

მოამზადეთ მარინადი: გაჭყლეტილი ნიორი შეაზილეთ თაფლისა და ზეთის ნარევს. დაამატეთ ძმარი, პილპილი და ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი. აურიეთ და მარინადი მზადაა.

 

ძალიან მიყვარს ყაბაყის სეზონი, ხშირად ვამზადებ დამარინადებულ ყაბაყს, რომელიც სასარგებლოც არის და დიეტურიც. | შენი სუფრა

გაწურეთ ყაბაყის ნაჭრები და მოასხით მარინადი. ზოგიერთი გემოვნებისთვის ცოტა შაქარსაც უმატებს. აურიეთ და 2-3 საათით მაცივარში შედგით.

 

ძალიან მიყვარს ყაბაყის სეზონი, ხშირად ვამზადებ დამარინადებულ ყაბაყს, რომელიც სასარგებლოც არის და დიეტურიც. | შენი სუფრა

ნებისმიერ გარნირთან ერთად გემრიელია, უხდება ყველა კერძს და სასარგებლოც არის. გამოიყენეთ ყაბაყის სეზონი და ისიამოვნეთ ამ გემრიელობით.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ