ცხელი ოჯახური ბერძნულად: დააპურეთ მთელი ოჯახი სწრაფად მომზადებული საკვებით.

0
23
#post_seo_title

წარმოგიდგენთ კერძს, რომელსაც სალონიკის, კავალას და საბერძნეთის სხვა სანაპირო ქალაქებში შემოგთავაზებენ. ამასთან, სწრაფად, გემრიელად და საოცრად არომატულად! მოკლედ ისე, როგორც მთლიანად ბერძნული სუფრა.

ბერძენ მზარეულებს არომატული მწვანილი არ ენანებათ: ქონდარის დაუვიწყარ სურნელს რამდენიმე მეტრშიც კი შეიგრძნობთ.

საუკეთესო შემთხვევაში, ტაფა თუჯის უნდა იყოს. თუ ასეთი არ გაქვთ გამოიყენეთ კერამიკის ან ნებისმიერი სხვა ფართო ფორმის.

ცხელი ოჯახური ბერძნულად: დააპურეთ მთელი ოჯახი სწრაფად მომზადებული საკვებით.

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი – 600 გ

ხახვი 2 ც

დაფნის ფოთოლი 2 ც

თეთრი მშრალი ღვინო 100 მლ

კარტოფილი 700გ

კარაქი – 3 ს.კ.

ქონდარი 2.5 ს.კ

ოხრახუში

მიხაკი

შავი პილპილი

მომზადება:
  1. კარტოფილი გაასუფთავეთ, დაჭერით ნაჭრებად, მოხარშეთ მარილიან წყალში, გაწურეთ.
  2. ხახვი დიდ ნაჭრებად დაჭერით და მსუბუქად შეწვით ზეითუნის ზეთში. დაამატეთ ხორცის ნაჭრები. მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი და აურიეთ. საშუალო ცეცხლზე 5-7 წთ ხარშეთ.
  3. დაასხით ღვინო, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და მოამზადეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
  4. დაამატეთ კარტოფილი, ფრთხილად აურიეთ, მოაყარეთ ქონდარი და ოხრახუში. ცეცხლზე 2 წუთი გააჩერეთ.

ცხელი ოჯახური ბერძნულად: დააპურეთ მთელი ოჯახი სწრაფად მომზადებული საკვებით.

ქართულ სამზარეულოში ამ კერძის მსგავსი კონცეფციით ოჯახურს ამზადებენ.

მასალის გამოყენების პირობები