წარმოგიდგენთ კერძს, რომელსაც სალონიკის, კავალას და საბერძნეთის სხვა სანაპირო ქალაქებში შემოგთავაზებენ. ამასთან, სწრაფად, გემრიელად და საოცრად არომატულად! მოკლედ ისე, როგორც მთლიანად ბერძნული სუფრა. ეს გახლავთ ცხელი ოჯახური ბერძნულად!
ბერძენ მზარეულებს არომატული მწვანილი არ ენანებათ: ქონდარის დაუვიწყარ სურნელს რამდენიმე მეტრშიც კი შეიგრძნობთ.
საუკეთესო შემთხვევაში, ტაფა თუჯის უნდა იყოს. თუ ასეთი არ გაქვთ გამოიყენეთ კერამიკის ან ნებისმიერი სხვა ფართო ფორმის.
ინგრედიენტები:
ღორის ხორცი – 600 გ
ხახვი 2 ც
დაფნის ფოთოლი 2 ც
თეთრი მშრალი ღვინო 100 მლ
კარტოფილი 700გ
კარაქი – 3 ს.კ.
ქონდარი 2.5 ს.კ
ოხრახუში
მიხაკი
შავი პილპილი
მომზადება:
- კარტოფილი გაასუფთავეთ, დაჭერით ნაჭრებად, მოხარშეთ მარილიან წყალში, გაწურეთ.
- ხახვი დიდ ნაჭრებად დაჭერით და მსუბუქად შეწვით ზეითუნის ზეთში. დაამატეთ ხორცის ნაჭრები. მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი და აურიეთ. საშუალო ცეცხლზე 5-7 წთ ხარშეთ.
- დაასხით ღვინო, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და მოამზადეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
- დაამატეთ კარტოფილი, ფრთხილად აურიეთ, მოაყარეთ ქონდარი და ოხრახუში. ცეცხლზე 2 წუთი გააჩერეთ.
ქართულ სამზარეულოში ამ კერძის მსგავსი კონცეფციით ოჯახურს ამზადებენ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია #shenisupra.ge
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi