ცომშემოხვეული ქათმის ბარკლების რეცეპტი

0
27
#post_seo_title

ვის გააკვირვებთ ბარკლებით? ის ყველასთვის სწრაფი და გემრიელი საკვებია, მაგრამ სადღესასწაულო სუფრისთვის ნაკლებად გამოდგება. იმისთვის რომ მას გამორჩეული იერი შევძინოთ, ცომშემოხვეული ქათმის ბარკლები მოამზადეთ. 

ცომშემოხვეული ქათმის ბარკლები  გაგაოცებთ თქვენც და თქვენს სტუმრებსაც. თუ გსურთ, ხორცი წინასწარ არაჟნის, მდოგვის და საუნელების მარინადში მოათავსეთ და მისი მარილით და ნიორით დატენიანება აღარ დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები: ქათმის ბარკალი 8-10ც, მაგარი ყველი 100გ, ნიორი 2-4 კბილი, კვერცხი 1 ც. სეზამის მარცვლები 2-3 ჩ.კ. მარილი, ნივრის ფხვნილი, შავი პილპილი

მომზადება

გარეცხეთ და გააშრეთ ბარკლები, დააყარეთ მარილი, მშრალი ნიორი და სუნელები გემოვნებით.

ნაჭერით წვრილ ნაჭრებად ყველი, მოათავსეთ თითო ნაჭერი თით ბარკალზე.

წინასწარ გაყინული ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ. დაჭერით 1.5 სმ სისქის ჯოხებად. თითოეულ ბარკალს ისე შემოახვიეთ, როგორც სურათზეა. დატოვეთ ადგილები ერთმანეთს შორის.

ცომშემოხვეული ქათმის ბარკლების რეცეპტი

ზეთწასმული ბარკლები ლანგარზე მოათავსეთ და სილიკონის ჯოხის მეშვეობით წაუსვით ცომს ათქვეფილი კვერცხი. 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-60 წუთით მოათავსეთ.

ცომშემოხვეული ქათმის ბარკლების რეცეპტი

მიიტანეთ სუფრასთან სალათასთან ან პიურესთან ერთად. ეს მარტივი კერძი ყველას შეუყვარდება!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები