ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიროგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

შოკოლადის მაფინები ყველას ერთნაირად უყვარს დიდსა თუ პატარას. ამასთან გამოსაცხობადაც მარტივია 

შოკოლადის მაფინები რომ გამოაცხოთ ამისათვის დაგჭირდებათ: 4 ცალი კვერცხი, 250 გრამი შაქარი, 100 გრამი კარაქი, 450 გრამი ფქვილი, 200 გრამი რძე, 50 გრამი კაკაო, 150 გრამი რძიანი შოკოლადი. 10 გრამი სოდა, 5 გრამი ვანილი, მწიკვი მარილი.

მომზადების წესი: ჯამში მოათავსეთ კვერცხი მიქსერის საშუალებით ამოიყვანეთ დაამატეთ შაქარი და გათეთრებამდე დაამიქსერეთ.

ამოყვანილ კვერცხს დაუმატეთ დარბილებული კარაქი,ფქვილი,სოდა,ვანილი,და მარილი კარგად აურიეთ შემდეგ დაუმატეთ რძე და კარგად დაამიქსერეთ ბოლოს დაუმატეთ კაკაო კარგად აურიეთ.

გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და თავზე მოაყარეთ რძიანი შოკოლადის ნატეხები.

აცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით.

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ჯანსაღი ბურგერის უგემრიელესი ვარიაცია - მოგვყევით 👌
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები