შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო სიმინდის საფანელით

0
21
#post_seo_title

სამარხვო და ვეგანური კერძები საკმაოდ მრავალფეროვანია, ვინაიდან ბოსტნეული მრავალი სახეობისაა და უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ექსპერიმენტები, რომლებსაც ამ დროს დიასახლისები ატარებენ, ხშირად საოცარ შედეგს იძლევა. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ყავილოვანი კომბოსტო – მომზადებული სიმინდის საფანელში.

ინგრედიენტები

  • 0,5 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1/4 ჩ. კ. ლიმონმჟავა
  • 200 მლ გაზირებული წყალი
  • 0,5 ჩ. კ. კურკუმა
  • 0,5 ჩ. კ. ნივრის ფხვნილი
  • 1,5 ჩ. კ. მარილი
  • ორი ს. კ. ხორბლის ფქვილი
  • 6 ს. კ. სიმინდის ფქვილი
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • ზეითუნის ზეთი საჭიროების მიხედვით

მომზადება

  1. ყვავილოვანი კომბოსტო კარგად გარეცხე გამდინარე წყალში და დაჭერი ბრტყელი, 1,5 სმ სისქის ფირფიტების სახით.

შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო სიმინდის საფანელით

  1. წყალი წამოადუღე და დაამატე მარილი და ლიმონმჟავა. შემდეგ ჩაყარე მასში კომბოსტო. წამოადუღე ისიც და დატოვე წყალშივე თავდახურულში.
  2. ერთმანეთს შეურიე ხორბლის ფქვილი, მწიკვი მარილი და წყალი. კარგად აურიე და დატოვე ასე 15 წუთი. ცალკე ჭურჭელში შეურიე სიმინდის ფქვილი, ცოტა მარილი და საკმაზი.
  3. კომბოსტო ამოიღე წყლიდან და გააციე. თითოეული ნაჭერი ამოავლე ჯერ ხორბლის ფქვილის, შემდეგ კი – სიმინდის ფქვილის ნარევში.

შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო სიმინდის საფანელით

  1. შეწვი კომბოსტო ცხელ ტაფაზე ზეითუნის ზეთში, ორივე მხრიდან. სუფრასთან მიიტანე თბილი სახით.

შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო სიმინდის საფანელით

კერძი გამოდის შიგნიდან ნაზი, ხოლო გარედან – ხრაშუნა. საკმაზი კი სასიამოვნო პიკანტურობას ანიჭებს. ასეთი სიგემრიელის მომზადების სურვილი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები