„რუმსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ზამთრის კურორტებზე არსებულ გამოწვევებზე, მათი განვითარების შესაძლებლობებსა და არსებულ ფასებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, დღესდღეობით, კურორტებზე პროდუქტის და სერვისის ხარისხი, ფასის შესაბამისი არ არის.
„მთელ მსოფლიოში ყველა ზამთრის კურორტი არის მაღალფასიანი, მაგრამ მაღალ ფასს იხდიან ხარისხში. ჩვენთან სამწუხაროდ, არ არის იმ დონის ხარისხი, რომ ასეთი ფასები იყოს, თუმცა შესაძლებელია ხაჭაპურის ფასი იყოს 50 ლარამდე, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ის პროდუქტი, რომელიც გამოყენებულია არის ძალიან მაღალი ხარისხის. შესაბამისად, პროდუქტის მიწოდების სერვისი და გარემოც იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. ესენი ჯერჯერობით არსებულ ფასებთან თანხვედრაში არ არის. აქედან გამომდინარე, ნამდვილად სამუშაოა, რომ არ შევაშინოთ ტურისტი. ზაფხულის სეზონი, რომ დაიწყება ტურისტს ძალიან ბევრი ალტერნატივა უნდა ჰქონდეს. ჩვენი კონკურენტია მაგალითად, თურქეთი და სხვადასხვა მიმართულება, რომლებიც თვითმფრინავის ბილეთის ფასად სასტუმროსაც კი სთავაზობენ. აქედან გამომდინარე, ხარისხს თუ მივაღწევთ – ხარისხი ძვირია, რადგან ამას სჭირდება ბევრი ადამიანის ჩართულობა, კარგი, სუფთა პროდუქტი, რომელიც ისედაც ძვირი ღირს და თუ ამას მივაწვდით (ბაზარს), შემდეგ პრეტენზია აღარ იქნება. ბიზნესი ისეთ კონკურენციაში ვართ, რომ ყველა ვარიანტში მოგვიწევს ამის გაგება. ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს, რომ ტურისტების რაოდენობა გავზარდოთ“, – აცხადებს ვალერი ჩეხერია.
სრულად წაიკითხეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები