შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ გავწმინდოთ მარტივად და ეფექტურად - შამფურები და გრილი

როგორ გავწმინდოთ მარტივად და ეფექტურად – შამფურები და გრილი

გასწავლით ორ მარტივ მეთოდს – როგორ გაწმინდოთ შამფურები და გრილი

შამფურები და გრილი ძალიან ხშირად გამოსაყენებელი ატრიბუტებია თბილ ამინდში.  ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად გავიდნენ ბუნებაში, მოაწყონ პიკნიკი და გაატარონ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. პიკნიკების უმეტესობა კი საჭმლის ცეცხლზე მომზადებას გულისხმობს – გრილზე, მაყალზე და შამფურებზე.

როგორ გავწმინდოთ მარტივად და ეფექტურად – შამფურები და გრილი | შენი სუფრა

შამფურები და გრილი ძალიან სწრაფად ჭუჭყიანდება და ჭვარტლით იფარება.

როგორ გაასუფთაოდ ისინი სწრაფად და ეფექტურად შეიტყობთ სტატიიდან:

თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი პიკნიკის ინვენტარი, შამფურები და გრილი თბილი წყლით ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პროდუქტების გამოყენებით, რაც გაქვთ სამზარეულოში. ამისათვის თქვენ უნდა ჩაალბოთ ისინი თბილ წყალში, დაამატოთ სარეცხი საშუალება და შემდეგ კარგად გაწმინდოთ ღრუბლით ყველა ზედაპირი, რომ ცხიმი მოაცილოთ.

როგორ გავწმინდოთ მარტივად და ეფექტურად – შამფურები და გრილი | შენი სუფრა

თუ ცხიმი გაჟღენთილია, შეგიძლიათ გააჩეროთ ცხელ წყალში სარეცხი საშუალებიანად, 10-15 წუთის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ რეცხვა.

ძმარი ასევე ეხმარება გაწმენდას – გახსენით 1:1 თანაფარდობით წყალში და წაუსვით ზედაპირზე. გააჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ გამოიყენეთ სარეცხი ქსოვილი ან საფხეკი, რათა მოაცილოთ ჭვარტლი და ცხიმი. შემდეგ გარეცხეთ წყლით.

თუ ჭუჭყი ძალიან გაჟღენთილია და გამხმარია, მაშინ ძმარში შეგიძლიათ მეტი სოდა დაამატოთ. საუკეთესო საშუალებაა შამფურების და გრილის დიდ პარკში მოთავსება. ჩაასხით ერთი ჭიქა ძმრისა და ამდენივე სოდას ნარევი. პარკი მჭიდროდ დალუქეთ ჰაერის შეღწევის თავიდან ასაცილებლად და დატოვეთ ღამით. დილით გაავლეთ წყლით.

ამავე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი კოკა-კოლა. ჩადეთ შამფურები და ცხაური პარკში ან დიდ კონტეინერში, გააჩერეთ ნახევარი საათი კოკა კოლაში, შემდეგ გახეხეთ და გაავლეთ.

გამოიყენეთ ცეცხლი ჭვარტლისა და ცხიმის მოსაშორებლად – მოათავსეთ მასში შამფურები და გრილი. გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ ნარჩენი საკვები ნახშირად გადაიქცევა. გააცივეთ და მოაცილეთ ნარჩენები საფხეკით ან ხისტი ჯაგრისით. შემდეგ გარეცხეთ.

ბუნებაში კი ამ ნივთების გაწმენდა შეგიძლიათ ჩვეულებრივი ხახვის გამოყენებით. წინასწარ მოიტანეთ რამდენიმე დიდი ხახვი. შამფურების ან ცხაურის გამოყენების შემდეგ ხახვის ნახევარს ჩაარჭეთ ჩანგალი და წაუსვით ჭუჭყიან ადგილებზე.

READ  როგორ გამოიყურება გიორგი ფხაკაძის საახალწლოდ მორთული სახლი საფრანგეთში

ჭვარტლი და ცხიმი სწრაფად ამოვა და არ დაგჭირდებათ სარეცხი საშუალებების ან წყლის გამოყენება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მეთოდი შესაფერისია მხოლოდ ახალი დაბინძურებისთვის, რომელსაც არ ჰქონდა დრო გაგრილებისა და გაშრობისთვის.

გაასუფთავეთ ასე შამფურები და გრილი და ნახავთ ეს მეთოდები როგორ გაგიმარტუვებთ საქმეს.

წყარო

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები