პარასკევი, მაისი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიშავიზღვისპირა კურორტებზე 10 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

შავიზღვისპირა კურორტებზე 10 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში – გურიასა და აჭარაში – შავიზღვისპირა კურორტებზე, ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

შავიზღვისპირა კურორტებზე სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან.

ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები

შავიზღვისპირა კურორტებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის ინფორმირებისა და საწარმოო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად გასცემს რეკომენდაციებს, ხვდება დაინტერესებულ მხარეებს და უახლეს ინფორმაციას აწვდის მათ.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  პასკის საუცხოო რეცეპტი George’s Culinary-სგან ექსკლუზიურად shenisupra.ge -ს მკითხველს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები