შაბათი, ნოემბერი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიყველისა და ხაჭოს ექსპორტი- რომელი ქვეყნები ლიდერობს

ყველისა და ხაჭოს ექსპორტი- რომელი ქვეყნები ლიდერობს

ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი იანვარ-ივნისში შემცირდა.

შარშან პირველ ექვს თვეში ექსპორტზე გავიდა ადგილობრივად წარმოებული აღნიშნული პროდუქტი 31.8 ტონა, რომლისგანაც მიღებულმა შემოსავლებმა 375.8 ათასი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს კი შემოსავლები 214.4 ათას დოლარამდე შემცირდა და სულ ექსპორტირებულია 17.5 ტონა ყველი და ხაჭო.

საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი ამერიკაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კანადასა და ჰონგ-კონგში ხორციელდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ყველი და ხაჭო წელს ექსპორტზე ამერიკაში გავიდა. უფრო კონკრეტულად, აშშ-ში ექსპორტირებულია 157.4 ათასი დოლარის თითქმის 14 ტონა პროდუქტი.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ აქცია მარიამ გურგენიანმა კულინარიული ჰობი წარმატებულ სტარტაპად – დედობა, ბიზნესი და სიყვარულით შექმნილი დესერტები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები