შაბათი, მაისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიყველაფერი რაც ყველის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი რაც ყველის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ყველზე დამოკიდებულება არავისთვისაა ახალი და თუ თქვენ დიდად არ ხართ ამ პროდუქტის მოყვარული, აუცილებლად გეყოლებათ ახლობელი ან ოჯახის წევრი, რომელიც ყველაფერს ყველს აყოლებს. ჩემი გამოცდილება ასეთია – მაცივარში ყველს თუ ვერ ვპოულობ, ის დღე ცოტათი უღიმღამო ხდება.

ასეთ უპირობო სიყვარულს თავისი მიზეზი აქვს. არაერთ კვლევაზე დაყრდნობით დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც არც მეტი და არც ნაკლები – ნარკოტიკი. ცხადია, ყველი ცუდი გავლენით ახლოსაც ვერ მივა და ამასთანავე რძის პროდუქტზე დამოკიდებულება ისეთი ძლიერი არაა, რომ ვინმე კრიმინალად აქციოს, მაგრამ საკმარისად ძლიერია, რომ ამ გამორჩეულ რძის ნაწარმს ისევ და ისევ დავუბრუნდეთ, გაძლიერებული მადითა და მოთხოვნილებით.

ზოგადად, რძის ნაწარმი შეიცავს ცილოვან ნივთიერება კაზეინს. კაზეინი ტვინის იმ რეცეპტორებზე მოქმედებს და იწვევს დამოკიდებულებას, რომლებზეც ნარკოტიკსაც აქვს გავლენა.

საქართველოში  ყველის სახეობების ფართო არჩევანით ვიწონებთ თავს. იმერული, ტენილი ყველი, სულგუნი და გუდის ყველი ალბათ ყველაზე გამორჩეული სახეობებია.

თუშური გუდის ყველი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია და ეროვნული საგანძურის სიაშიც შედის.

ტენილის ყველი არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის გარდა, ადგილობრივი ნაწარმისგან განსხვავდება გემოთი და სუნით. მზადდება ტრადიციული მესხური მეთოდით და საბოლოოდ ძალიან ცხიმიანი გამოდის. ჩვენთან ასევე ძალიან განვითარებულია თხის ყველის წარმოება.

ყველაფერი რაც ყველის შესახებ უნდა ვიცოდეთ | შენი სუფრა

როგორ შევინახოთ ყველი?

პირველ რიგში, შეეცადეთ იყიდოთ ის ოდენობა, რომელსაც მაქსიმუმ 3-5 დღის განმავლობაში გამოიყენებთ. ნებისმიერი სახეობის, კრემყველი თუ სხვა, უმჯობესია შეინახოთ ბნელ, გრილ და ჰაეროვან სივრცეში – მაცივრის ბოსტნეულის განყოფილება იდეალურია, რადგან ის არ არის ძალიან ნოტიო და ცივი. ეს არის ცოცხალი ნაწარმი, რომელიც მუდმივად საჭიროებს ჰაერს და მისი ჩახუთულ სივრცეში მოთავსება არაა რეკომენდებული. ყოველთვის უნდა ჰქონდეს სუნთქვის საშუალება, თუმცა ამას ცოტაოდენი ბალანსი სჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ გამოშრობა, ან ზედმეტი სინოტივე. შესაფუთად სამზარეულოს ფოლგა კარგი ვარიანტია, რადგან ტენიანობის საჭირო დონის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

READ  Георгий Пхакадзе: Придется использовать маски и после вакцинации

წყრო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE