ყველა პატარას საყვარელი “ნუთელა”. ვამზადებ და ვინახავ მაცივარში.

0
27
#post_seo_title

შოკოლადის კარაქი “ნუთელა”

ინგრედიენტები:

რძე – 4 ჭიქა

თხილი (ან არაქისი) – 3-4 სუფრის კოვზი

შაქარი – 4 ჭიქა

ფქვილი – 4 სუფრის კოვზი

მუქი კაკაოს ფხვნილი – 6 სუფრის კოვზი

კარაქი – 200 გრამი

მარილი – ნახევარი ჩაის კოვზი

მომზადება

ჯამში მოათავსეთ შაქარი, კაკაო და ფქვილი. შემდეგ ნელ-ნელა, მცირე პორციებით ჩაასხით რძე და აურიეთ ისე, რომ კარგად გაიხსნას. შემდეგ ჯამის შიგთავსი ქვაბში გადაიღეთ და ცეცხლზე შემოდგით. ნელ ცეცხლზე  გამუდმებით ურიეთ, რომ არ მიიწვას. მიიყვანეთ ადუღებამდე.

დაუმატეთ ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული თხილი, კარაქი, მარილი და ისევ ურიეთ,
სანამ არ შექსქელდება.

მომზადებული ნაზავი გააგრილეთ, თავსახურიან ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ