“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.” გადავწყვიტე გამოვაცხო დედაჩემის რეცეპტით, რომელიც ბავშვობას მახსენებს.

0
192
#post_seo_title

ხაჭაპური მაწვნის ცომით

მასალა:

კარაქი 200 გ.

მაწონი 1 ქილა( 500 გ.)

ყველი 600 გ.

კვერცხი 3 ცალი

სოდა ძმარში გახსნილი

 

“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.” გადავწყვიტე გამოვაცხო დედაჩემის რეცეპტით, რომელიც ბავშვობას მახსენებს. | შენი სუფრა

მომზადება

მაწონში ჩავასხათ სოდა-ძმრით, ცალკე ჭურჭელში ფქვილში ავსრისოთ შერბილებული კარაქი, შუაში ჩავაღრმავოთ და ჩავასხათ აფუებული მაწონი. მოვზილოთ ჩვილი ცომი. გავაჩეროთ 15 წუთით თბილ და არა ცხელ ადგილას.

მარილიანი ყველი გავხეხოთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ, შევურიოთ 1 ცალი კვერცხი.

ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად. თითოეული გავათხელოთ, მოვაყაროთ ყველი, პირი შევუკრათ კარგად, გადმოვაბრუნოთ, ოდნავ გავათხელოთ, ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  შოკოლადის რულეტი ჰაეროვანი კრემით გამოცხობის გარეშე! იდეალური ტკბილეული, რომელსაც დამწყები მზარეულიც ადვილად მოამზადებს!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ