ყვავილოვანი კომბოსტო

0
44
#post_seo_title

ყვავილოვანი კომბოსტო ნამდვილად ბოსტნეულის დედოფალია. მასში 1.5-2-ჯერ მეტი ცილა და 2-3-ჯერ მეტი ვიტამინი C-ა, ვიდრე თეთრ კომბოსტოში.

ყვავილოვანი კომბოსტო  სასარგებლო ბოსტნეულია დაბალი კალორიულობით გამოირჩევა.

 

წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც გემრიელად გახდომა უნდა.

ინგრედიენტები: 500 გ ყვავილოვანი კომბოსტო,400 გ მოცარელა, 2 კვერცხი, 1 ხახვი, 2 კბილი ნიორი, 0,5 ჩ.კ. ორეგანო, მარილი, შავი პილპილი, მცენარეული ზეთი

მომზადება

გახეხეთ კომბოსტო მსხვილად.

ყვავილოვანი კომბოსტო

დაჭყლიტეთ ნიორი.

ყვავილოვანი კომბოსტო

წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე.

ყვავილოვანი კომბოსტო

დაუმატეთ კომბოსტოს კვერცხი, ორეგანო, მარილი, პილპილი, შემწვარი ხახვი და ნიორი. აურიეთ.

ყვავილოვანი კომბოსტო

გახეხეთ მოცარელა. დაიტოვეთ 100 გ, დანარჩენი ნაწილი აურიეთ ბოსტნეულთან.

მასა თანაბარ ფენებად მოათავსეთ გაზქურის ლანგარზე. გამოაცხვეთ 25 წთ 170 გრადუს ტემპერატურაზე.

ყვავილოვანი კომბოსტო

გამოიღეთ, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და კიდევ რამდენიმე წთ მოათავსეთ გაზქურაში.

ყვავილოვანი კომბოსტო

იმისთვის, რომ უფრო დიეტური იყოს, მოცარელა სოიოს ყველი ტოფუთი ჩაანაცვლეთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები