თუ ყავა გიყვართ, ეს უგემრიელესი ყავის ტორტი თქვენთვისაა

0
42
#post_seo_title

ყავის ფანებისთვის სასიამოვნო შემოთავაზება გვაქვს. ყავის ტორტი საკონდიტრო ხელოვნებაში ალბათ საუკეთესო გამოგონებაა. მისი სურნელი და კარგად გამოხატული გემო დესერტს დასამახსოვრებელს ხდის.

ყავის ტორტი  უგემრიელესი ტორტია, ტორტებს შორის და მისი მომზადება საშინაო პირობებში უპრობლემოდაა შესაძლებელი. მისი თითოეული ფენა ცალკე ერთხელ მაინც უკვე მომზადებული გაქვთ: პუდინგი, ბისკვიტი და ჟელე.

ინგრედიენტები: კვერცხი 6 ც. კვერცხის გული 2 ც. შაქარი 3 ჭიქა. ხორბლის ფქვილი 0.5 ჭიქა. გამაფხვიერებელი 1.5 ჩ.კ. ყავა 5 ჩ.კ. წყალი 1 ლ. ვანილის პუდინგი 1 ც. ნაღების კარაქი 50 გ. ჟელატინი 3 ს.კ. ქოქოსის ფანტელები
მომზადება

ცომისთვის ათქვიფეთ ცილა ქაფის წარმოქმნამდე. დაუმატეთ შაქარი და 6 კვერცხის გული. ათქვიფეთ ისევ და დაამატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი. აურიეთ.

გამოაცხვეთ ცომი 25 წუთი 170 გრადუსზე. გაყავით გაციებული ბისკვიტი ნახევარზე და ერთ-ერთ ნაწილს მოხარშული ყავა მოასხით.

თუ ყავა გიყვართ, ეს უგემრიელესი ყავის ტორტი თქვენთვისაა

კრემისთვის ააუდღეთ ნახევარი ლიტრა წყალი და დაამატეთ მასში ყავა. ნახევარ ჭიქა გაციებულ სასმელში გახსენით პუდინგი და 2 კვერცხის გული. დარჩენილი ყავა აადუღეთ შაქრით და მასში პუდინგის მასა ჩაასხით. მოამზადეთ პუდინგი და გააცივეთ.

კარაქი გაადნეთ და დაამატეთ პუდინგს. ნახევარი კრემი პუდინგზე მოათავსეთ, ზევიდან წაუსვით და ოდნავ დააწექით. შემდეგ დარჩენილი მასა ტორტის ზევიდან წაუსვით.

თუ ყავა გიყვართ, ეს უგემრიელესი ყავის ტორტი თქვენთვისაა

ჟელესთვის მოხარშეთ შავი ჩაი შაქრით. როცა გაცივდება, დაუმატეთ ჟელატინი. დაასხით ჟელე ტორტს რამდენიმე წუთის შემდეგ და დაუცადეთ, სანამ მთლიანად შეიწოვს. ბოლოს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები და შეინახეთ მაცივარში.

ყავის ტორტი — ბევრი დიასახლისის საყვარელი დესერტია საუცხოო გემოთი და დაუვიწყარი არომატით. შეგიძლიათ მისი გემო გაამრავალფეროვნოთ და მეტი ტექსტურა შესძინოთ. დაუმატოთ თხილი, დაფხშვნილი შოკოლადი და აშ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები