შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიიცოდით, რომ ყავის მარცვალი პირველად ეთიოპიელმა მწყემსმა გასინჯა? - ყველაფერი სასმელზე, რომლის...

იცოდით, რომ ყავის მარცვალი პირველად ეთიოპიელმა მწყემსმა გასინჯა? – ყველაფერი სასმელზე, რომლის გარეშეც დილა, უბრალოდ, წარმოუდგენელია

ყავის სამშობლოდ ეთიოპიაა აღიარებული. შემორჩენილია ლეგენდა ეთიოპიელ მწყემსზე, რომელმაც შემთხვევით გაუსინჯა გემო ყავას: დაკვირვებულმა მწყემსმა შეამჩნია, რომ ყოველთვის, როდესაც მისი თხები ერთი პატარა ბუჩქის ფოთლებსა და ნაყოფს შეჭამდნენ, თავს უფრო მხნედ გრძნობდნენ. მწყემსმა თვითონაც გასინჯა ნაყოფი, რომელსაც უსიამოვნო გემო ჰქონდა, მაგრამ ერთი კარგი თვისება აღმოაჩნდა, ენერგიას მატებდა.

მწყემსის შემდეგ ამ უცნაური ნაყოფის გასინჯვა იქვე არსებული მონასტრის წინამძღვარმაც მოისურვა. მალე კი ამ ნაყოფისაგან მომზადებულ სითხეს ბერებს ასმევდა, რომ ხანგრძლივი წირვა-ლოცვისათვის გაეძლოთ და მსახურებაზე არ ჩასძინებოდათ. ლეგენდა გვამცნობს, რომ ცოტა ხანში ყავის ნახარშის გამოყენება ჩვეულებად ექცა მონასტრის ახლომახლო მცხოვრებ მოსახლეობასაც, სულ მალე კი ამბავი გამამხნევებელ სასმელზე მთელ იმ არემარეში გავრცელდა.

იცოდით, რომ ყავის მარცვალი პირველად ეთიოპიელმა მწყემსმა გასინჯა? – ყველაფერი სასმელზე, რომლის გარეშეც დილა, უბრალოდ, წარმოუდგენელია | შენი სუფრა

სასმელს, რომელსაც ყავის მარცვლებისაგან ამზადებდნენ, სახელად “კოფე” დაარქვეს, იმ ადგილის (“კაფას”) სახელწოდების მიხედვით, სადაც ეს მცენარე აღმოაჩინეს.

ყავა ეთიოპიიდან წითელი ზღვის გავლით შეტანილი იქნა არაბეთში და განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდა იემენში. ორი საუკუნის განმავლობაში იემენი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ყავა გაჰქონდა მსოფლიო ბაზარზე.

ყავა სწრაფად ვრცელდებოდა მთელ ისლამურ ქვეყნებში.

აღმოსავლეთის ქვეყნების მკვიდრთა ყავისადმი სიყვარული სავსებით გასაგებია – კოფეინის ეფექტის გამო ყავა მათთვის სპირტიანი სასმლის ალტერნატივად იქცა. როგორც ცნობილია, ყურანი სპირტიანი სასმლის დალევას კრძალავს, სწორედ ამიტომ XVI საუკუნის ბოლოს ყავამ არაბეთის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, ხოლო შემდეგ ევროპამდეც მიაღწია.

1652 წელს პირველი საჯარო ყავის სახლები გაიხსნა ლონდონში, 1672 წელს პარიზში, ხოლო მე-18 საუკუნეში დაიწყეს ყავის ხის მოყვანა ცენტრალურ ამერიკაში. ბრაზილიაში ყავა მოხვდა ცოტა მოგვიანებით, 200 წლის შემდეგ და 1834 წლიდან ყავა გახდა ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის ძირითადი კულტურა და შემოსავლის წყარო.

საინტერესოა, რომ ამ მაგიურ სასმელს სხვებთან შედარებით ხშირად მიირთმევენ შვედები, ფინელები და ნორვეგიელები. ერთ-ერთი პირველი ადგილი ერთ სულ მოსახლეზე ყავის სმის მიხედვით, სწორედ შვედებს უკავიათ.

READ  ბანანი - საუზმის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი

წყარო

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები