გლობალური ყავის ექსპორტი 2023/24 მარკეტინგულ სეზონზე, რომელიც წინა წლის ოქტომბრიდან წლევანდელი სექტემბერის პერიოდს მოიცავს, 11,7%-ით გაიზარდა და 137,27 მლნ ტომარა შეადგინა. ერთი ტომრის წონა 60 კგ-ია.
ყავის ექსპორტი, უფრო კონკრეტულად მოუხალავი ყავის გადაზიდვები 11,8%-ით, 123,75 მლნ ტომრამდე გაიზარდა.
მაკრორეგიონებს შორის ყავის უმსხვილესი ექსპორტიორის პოზიციას სამხრეთ ამერიკა ინარჩუნებს, რომელმაც 2023/24 წლიურ სეზონზე მიწოდება 30,7%-ით, 66,13 მლნ ტომრამდე გაზარდა.
კერძოდ, ყავის რეკორდული გადაზიდვის მაჩვენებელი ბრაზილიაში დაფიქსირდა, რამაც 49,03 მლნ ტომარა შეადგინა.
თუმცა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ყავის გაყიდვები დასრულებულ სეზონზე 6,7%-ით, 40,62 მლნ ტომრამდე შემცირდა, მაშინ, როცა აფრიკის მიწოდება, პირიქით, 17,3%-ით, 16,02 მლნ ტომრამდე გაიზარდა.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები