გაუკეთეთ ყაბაყს ორიგინალური შიგთავსი

0
286
#post_seo_title

ყაბაყი ხორცის ფარშის, ბოსტნეულის და სწორი სუნელების შიგთავსით – ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გემრიელი კერძი გახდება.

შიგთავსი ნამდვილად ორიგინალურია. შეგიძლიათ მოთუშოთ როგორც გაზქურაზე, ისე ღმელში. ორიგინალურ რეცეპტში ყველი არ მოიაზრება, მაგრამ მოყვარულებს ვურჩევთ გახეხილი მაგალი ყველი კერძს მომხადებამდე 5-7- წუთით ადრე მოაყარონ.

ინგრედიენტები: ყაბაყი 2 ც, ხახვი 1 ც

ბულგარული წიწაკა 0.5 ც. წიწაკა ჩილი 1 ც. ტომატის წვენი 1.5 ჭიქა,ღორის ფარში 300 გ, ნიორი 3 კბილი,ოხრახუში, მარილი, შავი პილპილი

მომზადება

გარეცხეთ ყაბაყი. ჩანგლის დახმარებით დაკაწრეთ თითოეული მათგანი მთელ სიგრძეზე. ბოსტნეული შუაში გაჭერით და ორად გაყავით.

ამოაცალეთ სირბილე და კოვზით ცოტაოდენი ჩაღრმავება გააკეთეთ. რბილი ნაწილი დაჭყლიტეთ.

გაუკეთეთ ყაბაყს ორიგინალური შიგთავსი | შენი სუფრა

აურიეთ გახეხილი ხახვი, ყაბაყის დაჭყლეტილი სირბილე, ფარში, კუბიკებად დაჭრილი ბულგარული და ცხარე წიწაკა, მწვანილი, მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი.

დააწყვეთ ღრმა ტაფაზე და დაასხით წვენი. დაახურეთ თავსახური და მოამზადეთ ყაბაყი ფარშით ტაფაზე 30 წუთი. მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისთვის ჭურჭელი ფოლგით გადახურეთ და 40 წუთი გამოაცხვეთ.

გაუკეთეთ ყაბაყს ორიგინალური შიგთავსი | შენი სუფრა

ბოსტნეული ტომატის წვენს და ფარშს იდეალურად იწოვს.
author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გაგანდობთ შესანიშნავი მარინადის საიდუმლოებას ყველაზე წვნიანი და გემრიელი ხორცისთვის.