ყაბაყის სუპი – შენი რეცეპტით

0
24
#post_seo_title

მსუბუქი ყაბაყის სუპი იდეალური კერძია. სასარგებლო, გემრიელი, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით.

ყაბაყის სუპი  კერძებს შორის ლიდერია. კარგი ვარიანტი მათთვის, ვისაც გახდომა უნდა და ბავშვებისთვის, რომლებიც ბოსტნეულს არ მიირთმევენ.

წარმოგიდგენთ მისი მომზადების რეცეპტს. საიდუმლო იმაშია, რომ სუპი გემოთი სოკოს ძალიან ჰგავს, მაგრამ მასში ის არ მოიძებნება. შეგიძლიათ მოამზადოთ ქათმის ბულიონზე ან წყალზე. ნაღების მაგივრად, დაუმატოთ რძე.

ყაბაყის სუპი - შენი რეცეპტით

ინგრედიენტები: 1 ლ ქათმის ბულიონი, 200 მლ ნაღები, 5 ნედლი ყაბაყი, 2 საშუალო კარტოფილი, 1 სტაფილო, 1 ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ს.კ. მცენარეული ზეთი, მარილი, სუნელები

მომზადება

გაასუფთავეთ ბოსტნეული და გრეცხეთ.

ხახვი და ნიორი ქვაბში მსუბუქად შეკმაზეთ, არ დაწვათ!

როგორც კი ხახვი გამჭვირვალე გახდება, ქვაბში დანარჩენი ბოსტნეული დაამატეთ (დაჭყლეტილი). დაასხით ბულიონი და მოხარშეთ.

ყაბაყის სუპი - შენი რეცეპტით

ცალკე ჭურჭელში ნაღები ადუღებამდე მიიყვანეთ.

როცა ბოსტნეული მზად იქნება, გადაასხით ბულიონი, მასა კი ბლენდერით პიურედ დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ცხელი ნაღები და კიდევ ერთხელ აურიეთ.

ნაღებისა და ბოსტნეულის პიურე ისევ ცეცხლზე შემოდგით. პორციებად დაუმატეთ ბულიოდი, მიიყვანეთ სუპი საჭირო კონსისტენციამდე.

ყაბაყის სუპი - შენი რეცეპტით

მიიყვანეთ სუპი ადუღებამდე და გამორთეთ. დააყენეთ ცოტახანი და სუფრასთან ნედლ მწვანილთან. ნაღებთან ან არაჟანთან ერთად მიიტანეთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები