ღუმელში გამომცხვარი ნეკნები – ეს კერძი ნამდვილი ბომბია, საოცრად წვნიანი, არომატული და გემრიელი.

0
448
#post_seo_title

ღორის ნეკნების მირთმევას ბევრი ერიდება მისი ცხიმიანობის გამო. თუმცა ღუმელში გამომცხვარი ნეკნები საოცრად წვნიანი, არომატული და გემრიელი გამოდის და მეტიც, სწორედ ცხიმი აძლევს მას ასეთ გემოებს. საქონლის ხორცისგან განსხვავებით, ღორის ნეკნებს ცხობისას არ ემუქრება გამოშრობა და გამოფიტვა.

ღუმელში გამომცხვარი ნეკნები – ეს კერძი ნამდვილი ბომბია, საოცრად წვნიანი, არომატული და გემრიელი. | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ღორის ნეკნი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • ერთი ჩ. კ. კორიანდრი
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული შავი პილპილი
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული წითელი პილპილი
  • 3 კბილი ნიორი

მომზადება

  1. ნეკნების შიდა მხარე დასერე დანით რომბისებურად, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

ღუმელში გამომცხვარი ნეკნები – ეს კერძი ნამდვილი ბომბია, საოცრად წვნიანი, არომატული და გემრიელი. | შენი სუფრა

  1. ნიორი დაჭერი და თანაბრად გადაანაწილე ნაჭდევებში.

ღუმელში გამომცხვარი ნეკნები – ეს კერძი ნამდვილი ბომბია, საოცრად წვნიანი, არომატული და გემრიელი. | შენი სუფრა

  1. შეურიე ერთმანეთს ორნაირი პილპილი, ჩილი, პაპრიკა, კორიანდრი და მარილი. ეს ნარევი კარგად შეაზილე ხორცს და დატოვე ასე ერთი საათის განმავლობაში.

ღუმელში გამომცხვარი ნეკნები – ეს კერძი ნამდვილი ბომბია, საოცრად წვნიანი, არომატული და გემრიელი. | შენი სუფრა

  1. ხორცის მთლიანი ნაჭერი მოკეცე ორად და გადაახვიე კულინარული ძაფი ან გაუყარე ხის ჩხირები. გამოაცხე ფოლგაში 200 გრადუსზე ერთი საათის მანძილზე.

ღუმელში გამომცხვარი ნეკნები – ეს კერძი ნამდვილი ბომბია, საოცრად წვნიანი, არომატული და გემრიელი. | შენი სუფრა

ღორის ხორცს ძალიან უხდება ასევე როზმარინი და ცერეცო. თუ ცხარე საკვები პრობლემას არ გიქმნით, უხვად შეაზავეთ ნეკნები წიწაკით. ის ძალიან უხდება ცხიმიან ხორცს.

კერძისთვის საუკეთესო გარნირია კარტოფილი და სხვადასხვა ბოსტნეული. ასევე, გამომცხვარი ნეკნები რეკომენდებულია, როგორც მეორე თავი კერძი ბოსტნეულის წვნიანის შემდეგ.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მადისაღმძვრელი ღვეზელი ცხარე შიგთავსით.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ