ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიღვიძლისმიერი ენცეფალოპათია - სიმპტომების აღმოცენების მიზეზია თავის ტვი­ნის ფუნქციის გაუარესება

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია – სიმპტომების აღმოცენების მიზეზია თავის ტვი­ნის ფუნქციის გაუარესება

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (პორტულ-სისტემური ენცეფალოპათია, ღვიძლისმიერი ენ­ცე­ფა­ლოპათია, ღვიძლისმიერი კომა) არის ტვი­ნის ფუნქციების გაუარესება, გამოწვეული იმ ტოქ­სი­ნების სისხლში დაგროვებით და ტვინზე ზე­მოქ­მე­დებით, რო­მლებიც ნორმაში ღვიძლის გზით გა­მოიყოფა სხე­ულიდან.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მაპ­რო­ვო­ცი­­რე­ბე­ლი ფაქტორებია ღვიძლის ხანგრძლივი დრო­ის გან­მავლობაში მიმდინარე დაავადების ფონ­ზე ალკოჰო­ლის ჭარბი რადენობით მიღება, წამალი ან რაიმე სა­ხის სტრესი;
აღინიშნება ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია, ძილიანობა, პიროვნული, ქცევითი და განწყობის აშლილობები;
დიაგნოზი ეფუძნება ფიზიკური გამოკვლევის, ელექტროენცეფალოგრაფიისა და სისხლის ანალიზის შედეგებს;
მაპროვოცირებელი ფაქტორის თავიდან არიდება და საკვებში ცილის შეზღუდვა ხელს უწყობს სიმპტომების გაქრობას.
ნაწლავიდან სისხლის მიმოქცევაში შეწოვი­ლი ნივ­თი­ერებები გაივლის ღვიძლს, სადაც, ჩვე­ულებ­რივ, სისხლი იწმინდება ტოქსინებისგან. ამ უკანასკნელთა უმეტესობა პროტეინის მონელებისას წა­რმოქმნილი პროდუქტებია. ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიისას სისხლის ტოქსინებისგან გაწმენდა ვერ ხერხდება ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების გამო. გარდა ამისა, ზოგიერთი ტოქსინი Mსაერთოდ არ ხვდება ღვიძლში, ვინაიდან ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ პირდაპირ გადადის პორტული ვენისა (რომელიც სისხლს აწვდის ღვიძლს) და მთავარი (სისტემური, მთელი სხეულის) ვენური სისტემის დამაკავშირებელ ვენებში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადება ან პორტული ჰიპერტენზია. ქირურგიულ შუნტს (პორტოსისტემური შუნტი), რომელსაც იყენებენ პორტული ჰიპერტენზიის კორექციისათვის შესაძლოა იგივე ეფექტი ჰქონდეს. მიზეზის მიუხედავად შედეგი ერთია: ტოქსინები აღწევენ ტვინს და უარყოფითად მოქმედებენ მის ფუნქციაზე. არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი ნივთიერებაა თავის ტვინისთვის მომწამლავი. საფიქრებელია, რომ ცილის დაშლის პროდუქტების, მაგალითად, ამიაკის, მაღალი დონე სისხლში გარკვეულ როლს თამაშობს ზემოთ მოხსენიებულში.
ღვიძლის ხანგრძლივად მიმდინარე (ქრონიკული) დაავადების მქონე პირებისთვის ენცეფალოპათიის მაპროვოცირებელი ფაქტორი, ჩვეულებრივ, ან მწვავე ინფექციაა, ან ერთჯერადად ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, რაც აღრმავებს ღვიძლის დაზიანებას. ენცეფალოპათიის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ცილების დიდი რაოდენობით მიღებაც, რაც ზრდის ცილის დაშლის პროდუქტების დონეს სისხლში. სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, სახელდობრ, სისხლდენა საყლაპავის გაფართოებული, დაკლაკნილი ვენებიდან (საყლაპავის ვარიკოზები) იწვევს ცილის დაშლის პროდუქტების დაგროვებას სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რამაც, შესაძლოა, პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს ტვინზე. დეჰიდრატაცია, ელექტროლიტების დისბალანსი და ზოგიერთი წამალი, განსაკუთრებით სედაციური, ტკივილ­გამაყუჩებელი და შარდმდენი საშუალება, აგ­რე­თ­ვე შე­ი­ძ­ლება გახდეს ენცეფალოპათიის მაპ­რო­ვო­ცი­რებელი ფაქტორი. მოხსენიებული წამ­ლე­ბის მი­ღე­ბის შეწ­ყვე­ტის შემდეგ შესაძლებელია ენცეფალოპათიის უკუგანვითარება.
სიმპტომები და დიაგნოზი
სიმპტომების აღმოცენების მიზეზია თავის ტვი­ნის ფუნქციის გაუარესება. დამახასიათებე­ლია ცნო­­ბი­­ე­რე­ბის დაბინდვა, გარემოში ორი­ენ­­ტა­­ცი­ის უნარის დაქვეითება. ადრეულ სტა­დი­­ებ­ზე ვლინ­დე­ბა თი­თ­ქმის შე­უმ­ჩნე­ველი ცვლი­­ლე­­ბე­ბი ლო­გი­კურ აზ­როვ­ნებაში, პიროვ­ნულ თვი­სე­ბებსა და ქცევაში. ადამიანის ხასიათი იც­ვლებ­ა, ქვე­ითდება ობიექტური შეფასების უნარი, შესაძლებე­ლია ძილის პროცესის მიმ­დი­ნა­რე­ობის დარ­ღვე­ვაც. ენცეფალოპათიის ნე­ბის­მი­ერ ეტაპზე პაციენტის მიერ ამო­სუ­ნთქულ ჰაერს შეიძლება ჰქონდეს ობის მოტკბო სუ­ნი. და­ავადების პროგრესირებისას ხელების გაშ­ლი­სას აღი­ნიშნება ხელების კანკალი, მათი რხე­ვითი მო­ძ­რა­ობა (ასტერიქსისი), მეტყველება და მოძ­რა­ობა შენე­­ლე­ბუ­ლია. დეზორიენტაცია ჩვე­ულებ­რივი მოვლენაა. იშვიათად პაციენტი შეიძლება აგზნებული, აჟიტირებული იყოს. აგრეთვე უჩვეულოა კრუნჩხვების განვითარება. დრო­თა განმავლობაში პაციენტმა შეიძლება დაკარგოს გო­ნება, კომური მდგომარეობა განუვითარდეს.
ენცეფალოპათიის ადრეული სტადიის დიაგ­ნო­ს­­­ტი­კის­თვის ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) გა­მ­ო­­­იყე­ნება. ყველაზე მსუბუქ შემთხვე­ვებ­შიც კი ეეგ-ზე აღინიშნება თავის ტვინის ტალ­ღების პა­თო­­­­ლო­გიური შენელება. სისხლში ამი­აკის დონე მკვე­თ­რად არის მომატებული, მაგ­რამ მისი დონის გან­საზღვრა არ არის საკმარი­სი ენცეფალოპათიის დიაგნოზის დასადასტურებლად.
ასაკოვან პირებში ღვიძლისმიერი ენცეფა­ლო­პათიის ამოცნობა მის ადრეულ ეტაპზე შე­საძ­ლოა გარ­თულდეს, ვინაიდან ადრეული სიმ­პ­ტო­მები, როგორიცაა ძილის დარღვევა და ცნო­­ბიერების მსუბუქად დაბინდვა, შეცდომით შე­ი­ძ­­ლება დე­მენციის ან დელირიუმის გამოხატუ­ლე­ბად იქნეს მიიჩნეული.
მკურნალობა
ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს ღვი­ძ­ლის­მი­ერი ენცეფალოპათიის მაპროვოცირე­ბე­ლი ფაქტორების – ინფექციის ან წამლის გამოყენების გამორიცხვას ან დადასტურებას. აუცი­ლებელია ნაწლავებიდან მომწამლავი ნივთიერებების ელიმი­ნაცია საკვების გარკვეული სახეების შეზღუდვის გზით. ცილის რაოდენობა მცირდება ან უცილო საკ­ვები ინიშნება, კალორიების მთავარ წყაროდ რჩება ბუნებრივი გზით მიღებული ან ინტრავენურად გადასხმული ნახშირწყლები. მოგვიანებით საკვებს შეიძლება და­ე­მატოს მხოლოდ მცენარეული (ბოსტნეული), მაგრამ არა ცხოველური ცილები. ცილის მი­წო­დება საჭიროა პროტეინების ადეკვატური რა­ოდენობით მიღების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ისეთი დოზით, რომელიც არ გაართულებს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მიმდინარეობას. დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი ბოსტნეულით კვება აჩქარებს საკვების გადაადგილებას და ცვლის მჟავიანობას ნაწლავში, რის გამოც ამიაკის შეწოვა მცირდება. პერორალურად მიღებულ სინთეზურ შა­­ქარსაც (ლაქტულო­ზა) მსგავსი სასარგებლო ეფექ­­­ტე­ბი აქვს: ის ცვლის ნაწლავის მჟავიანობას, მოქ­მედებს როგორც საფაღარათო საშუალება და აჩ­ქა­რებს საკ­­­ვების გადაადგილებას. ზოგჯერ ინიშ­ნება გამ­­წმენდი ოყნები. იშვიათად, თუ პაციენტი ვერ იტანს ლაქტულოზას, გამოიყენება დასალევი ან­­­ტი­­­ბი­­ო­ტიკები.
მკურნალობის ფონზე ღვიძლისმიერი ენცე­ფა­­ლო­პა­თიის უკუგანვითარება ხშირია. ფაქ­ტო­ბ­რი­ვად, სრუ­ლი აღდგენაა შესაძლებელი, თუ ენ­ცე­ფა­ლოპათია პროვოცირებული იყო შექ­ცე­­ვადი მიზეზით. პაციენტებს ღვიძლის ქრო­ნი­­კუ­­ლი დაავადებებით ხშირად აღენიშნებათ ღვიძ­­ლის­მი­ერი ენ­ცე­ფალოპათიის განმეორები­თი ეპი­ზოდები. ღვიძლის მწვავე ანთებით გა­მო­წ­ვეული კომის პროგნოზი პაციენტების 80%-სთვის, ინტენსიური მკურნალობის მიუ­ხე­და­ვად, ფატალურია.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები