ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის (Dwór w Tomaszowicach) ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში 20-მდე ქართული ღვინის კომპანია, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მწარმოებლებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ღვინის მომხმარებლები, ჟურნალისტები და ბლოგერები, ჯამში 1000-მდე სტუმარი დაესწრო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.
ფესტივალი ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSupra.ge. რომელმა ქვეყანამ უმასპინძლა ქართული ღვინის ფესტივალს [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/
shenisupra.ge


