სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიქართული სამზარეულოქიმერა - კაცობრიობის მხსნელი თუ გამანადგურებელი?! - ქი­მე­რე­ბის შექ­მნა გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მიღ­წე­ვაა

ქიმერა – კაცობრიობის მხსნელი თუ გამანადგურებელი?! – ქი­მე­რე­ბის შექ­მნა გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მიღ­წე­ვაა

ღეროვანი უჯრედების შესახებ კაცობრიობის ცოდნა ფართოვდება. დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ ღეროვანი უჯრედები არის ორგანიზმის “საშენი აგურები”, რომლებიც განუწყვეტელი გამრავლებით მთელ ორგანიზმსა და მის ორგანოებს წარმოქმნის: გულს, კანს, ღვიძლს, თმას და ა.შ.

ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ბუ­ნებ­რი­ვი და გარ­და­უ­ვა­ლია ემ­ბრი­ონ­ში, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ნა­ყო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. შემ­დეგ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბა მცირ­დე­ბა, თუმ­ცა მათი გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ორ­გა­ნიზ­მში სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე რჩე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ში (უმე­ტე­სო­ბა ძვალ­ში) – ანუ ეს უჯრე­დე­ბი ყვე­ლა­ზე ცხო­ველ­მოქ­მე­დი ემ­ბრი­ო­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პე­რი­ოდ­შია.A ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ჭიპ­ლა­რის უჯრე­დე­ბის ბან­კე­ბი, სა­დაც ამ უჯრე­დებს გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ინა­ხა­ვენ. მი­ზა­ნი: თუ ოდეს­მე ადა­მი­ა­ნი მძი­მედ და­ა­ვად­დე­ბა, ექი­მე­ბი ჭიპ­ლა­რის ღე­რო­ვან უჯრე­დებს მის და­ა­ვა­დე­ბულ ორ­გა­ნო­ებ­ში “გა­უშ­ვე­ბენ”, რის შემ­დე­გაც ჭიპ­ლა­რის ჯან­მრთე­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ამა­ვე ორ­გა­ნოს ჯან­მრთელ უჯრე­დე­ბად გა­და­იქ­ცე­ვი­ან, გამ­რავ­ლდე­ბი­ან და და­ა­ვა­დე­ბულ უჯრე­დებს გან­დევ­ნი­ან. შე­დე­გად დგე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე არ არის, ჯერ­ჯე­რო­ბით, ღე­რო­ვან უჯრე­დებ­საც აქვს “ნაკ­ლი”. ამი­ტო­მაც დღეს უკვე მას მეც­ნი­ე­რე­ბი სრუ­ლი­ად ფან­ტას­ტი­კურ სფე­რო­ებ­ში ცდი­ან. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ე.წ. ქი­მე­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ზე. ქი­მე­რე­ბი ის ორ­გა­ნიზ­მე­ბია, რომ­ლე­ბიც, ჯერ­ჯე­რო­ბით, გარ­კვე­უ­ლიც არ არის, კა­ცობ­რი­ო­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ იქ­მნე­ბა თუ პი­რი­ქით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ ეს მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტია, ამ კი­თხვის დას­მა უკვე სა­ინ­ტე­რე­სოა.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  მაწონი საქართველოს "ელჩი" ევროპაში - იცოდით, რომ მისი მომზადება/წარმოება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები