ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით

0
118
#post_seo_title

ქათმის წვნიანი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თუმცა ბევრ ადამიანს, ზრდასულსა თუ ბავშვს – ნაკლებად მოსწონს ის.

ქათმის წვნიანი მიუხედავად იმისა რომ ძალიან სასარგებლოა უმრავლესობა მშრალი კერძის მირთმევას ამჯობინებს. ჩვენ შემოგთავაზებთ ისეთი ქათმის სუფის რეცეპტს, რომლის გასინჯვის შემდეგ სრულად შეიცვლით აზრს წვნიან კერძზე.

ინგრედიენტები

  • 700 გ ქათმის ბარკალი
  • ასი გ სტაფილო
  • ნახევარი კგ კარტოფილი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • ასი გ მაგარი ყველი
  • 70 გ წვრილი ვერმიშელი
  • 3 ლ წყალი
  • 150 გ ხახვი
  • 50 გ კარაქი
  • ასი გ ფქვილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ქათმის ბარკალი გარეცხე, დაასხი წყალი, წამოადუღე და მოხადე ქაფი. ხარშე 40 წუთი.

ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით | შენი სუფრა

  1. შეურიე ერთმანეთს დარბილებული კარაქი, კვერცხი, ფქვილი, გახეხილი ყველი და ცოტა მარილი. მოზილე ყველის ცომი და მოამზადე მისგან პატარა ბურთულები.

ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით | შენი სუფრა

  1. ბოსტნეული გაფცქვენი და დაჭერი კუბებად. სტაფილო და ხახვი მოშუშე ზეთში 5-7 წუთის მანძილზე.

ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით | შენი სუფრა

  1. ხორცი ამოიღე ბულიონიდან და ჩაყარე მასში მოშუშული ბოსტნეული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი. როცა წამოდუღდება – ყველის ბურთულები და მარილი. ხარშე 15 წუთი.

ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით | შენი სუფრა

  1. ხორცს გამოაცალე ძვლები და დააბრუნე ბულიონში. ჩაამატე ვერმიშელიც და ხარშე 5 წუთი.

ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით | შენი სუფრა

გადმოდგი და მოაყარე დაჭრილი მწვანილი გემოვნებით. უგემრიელესი წვნიანი მზად არის! შეგერგოთ!

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  კიევის ტორტზე უკეთესია და თან ადვილად გამოსაცხობი. გავიქეცი, დღესაც აუცილებლად უნდა მოვამზადო.