ქათმის გულები ამ არომატული საწებლით უგემრიელესია ნებისმიერ გარნირთან ერთად!

0
104
#post_seo_title

იმ რეცეპტებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ხახვი და არაჟანი გამოიყენება, ჩვენს შემთხვევაში ბულგარული წიწაკის, ჩილისა და ნივრის ნამდვილი ასორტია. ნაღები და ტომატის პიურე არბილებს ხორცს, ნაზს და წვნიანს ხდის მას. სუნელების ნაზავი კი განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძს.

ინგრედიენტები

600 გრ ქათმის გულები

200 გრ ტომატის პიურე

1 ც ბულგარული წიწაკა

1 წიწაკა ჩილი

1 ს.კ. დიჟონის მდოგვი

1 მწიკვი ბეგქონდარა

2 კბ ნიორი

2 ს.კ. ნაღები

0,5 კონა ოხრახუში

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2ც ბაზილიკი

1 დაფნის ფოთოლი

მარილი გემოვნებით

მომზადება

გარეცხეთ და გაჭერით ქათმის გულები შუაზე.

 

ქათმის გულები ამ არომატული საწებლით უგემრიელესია ნებისმიერ გარნირთან ერთად! | შენი სუფრა

გაახურეთ ტაფაზე ზეთი, ჩაყარეთ გულები.

დაჭერით წვრილად ბულგარული წიწაკა, ჩილი, ნიორი, დაამატეთ ქათმის გულებს მარილთან, ბეგქონდარასთან, მდოგვთან და დაფნის ფოთოლთან ერთად. მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში.

 

ქათმის გულები ამ არომატული საწებლით უგემრიელესია ნებისმიერ გარნირთან ერთად! | შენი სუფრა

დაამატეთ ნაღები და ტომატის პიურე. დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ 20-30 წუთის განმავლობაში.

 

ქათმის გულები ამ არომატული საწებლით უგემრიელესია ნებისმიერ გარნირთან ერთად! | შენი სუფრა

მომზადებამდე 2 წუთით ადრე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ საყვარელ გარნირთან.

 

ქათმის გულები ამ არომატული საწებლით უგემრიელესია ნებისმიერ გარნირთან ერთად! | შენი სუფრა

 

ქათმის გულები ამ არომატული საწებლით უგემრიელესია ნებისმიერ გარნირთან ერთად! | შენი სუფრა

მოთუშული ქათმის გულები თქვენი ოჯახის ფავორიტი კერძი გახდება. მოამზადეთ სიამოვნებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

READ  გემრიელი ოლადები -როგორ მოვამზადოთ ბოსტნეულისგან

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ