არომატული გემრიელობა – ფუნთუშა ნივრითა და მწვანილით 25 წუთში

0
58
#post_seo_title

მარტივი რეცეპტი –  ფუნთუშა ნივრით და მწვანილით – გთავაზობთ გემრიელი დესერტის რეცეპტს, რომელიც ორიგინალური ფორმითა და ჰაეროვანი გემოთი გამოირჩევა. გააოცეთ ახლობლები!

ინგრედიენტები

ფქვილი – 400გრ

მშრალი საფუარი – 1 ჩ.კ

შაქარი – 1 ჩ.კ.

ნიორი – 2/3 კბილი

რძე – 350მლ

მარილი – 0.5 ჩ.კ

კარაქი – 50 გრ

მწვანილი

1 კვერცხის გული

მომზადების წესი:

აურიეთ საფუარი ფქვილთან, დაამატეთ თბილი რძე, მარილი, შაქარი და კარაქი, მიეცით მსუბუქი ცომის ფორმა. მიღებული მასა დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.

ამ დროს შეუდექით შიგთავსის მომზადებას. დარბილებულ კარაქს დაამატეთ მწვანილი და ნიორი. აურიეთ.

ცომი დაჭერით მცირე ნაჭრებად. თითოეული მათგანი კვერის ფორმის უნდა იყოს, რომლის ცენტრშიც შიგთავსს მოათავსებთ. მოკეცეთ 4 ნაწილად და ორ-ორი ცალი მაფინის ფორმებში ჩააწყვეთ.

არომატული გემრიელობა - ფუნთუშა ნივრითა და მწვანილით 25 წუთში

ფუნთუშები კვერცხის გულში ამოავლეთ და შედგით გაზქურაში. 180 გრადუსზე 20-25 წუთი მოამზადეთ.

არომატული გემრიელობა - ფუნთუშა ნივრითა და მწვანილით 25 წუთში

ეს ფუნთუშა პურის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. შეგიძლიათ ერთ ჯერზე 2-3 პორცია მოამზადოთ. ნაწილი იმავე დღეს გამოაცხოთ, ნაწილი კი მაცივარში შეინახოთ, 5 დღის განმავლობაში ის მშვენივრად ინახება.

არომატული გემრიელობა - ფუნთუშა ნივრითა და მწვანილით 25 წუთში

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები