ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი.

0
95
#post_seo_title

თანამედროვე სოუსის ავტორები ფრანგები არიან. ისინი XVII საუკუნიდან თანდათანობით ქმნიან რეცეპტების სხვადასხვა ვარიანტებს.

 

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

ყველაზე მარტივად მოსამზადებლად ითვლება არაჟნის სოუსები. ამისათვის ნებისმიერი არაჟანი გამოდგება. თუ დაბალკალორიულს ანიჭებთ უპირატესობას, გამოიყენეთ 20%-მდე ცხიმიანობის არაჟანი. აირჩიეთ გემოვნების მიხედვით არაჟნის სოუსების ერთი რეცეპტი და შეაფასეთ.

ნივრით და ყველით

 

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

შემადგენლობა

 

200 გრ არაჟანი

50 გრ ყველი

1 კონა კამა

2 კბილი. ნიორი

მარილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით კამა, გახეხეთ ყველი და ნიორი გაჭყლიტეთ. ახლა შეურიეთ ეს პროდუქტები არაჟანს. დაამატეთ მარილი ნივრის სოუსს გემოვნებით.

სოუსი სოკოთი

 

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

შემადგენლობა

1 ხახვი

100 გრ ქამა სოკო

2 ს/კ. მზესუმზირის ზეთი

120 მლ წყალი

200 გრ არაჟანი

მარილი გემოვნებით

მომზადება

წვრილად დაჭერით ხახვი და სოკო. მოშუშეთ ხახვი მზესუმზირის ზეთში სანამ დარბილდება. დაამატეთ სოკო და გააგრძელეთ მოშუშვა 3-4 წუთი. ჩაასხით წყალი და დატოვეთ კიდევ 5 წუთი. ახადეთ სახურავი და დააცადეთ, სანამ სითხე არ აორთქლდება. შეურიეთ სოკოს შემწვარ ხახვთან ერთად არაჟანი. დაამატეთ მარილი გემოვნებით. ერთგვაროვანი მასის სოუსის მისაღებად დააბლენდერეთ.

 

არაჟნის სოუსი აჯიკით

 

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

შემადგენლობა

2 ს/კ. მწარე აჯიკა

200 გრ არაჟანი

ქინძი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადება

ქინძი წვრილად დაჭერით, შეურიეთსხვა ინგრედიენტები და აურიეთ.

 

სუოსი კიტრის მწნილით

 

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

შემადგენლობა

200 გრ არაჟანი

2 კბილი. ნიორი

1 პიკულირებული კიტრი

1 კონა კამა

მომზადება

გახეხეთ კიტრი, ნიორი, წვრილად დაჭერით კამა, აურიეთ მომზადებული პროდუქტები არაჟანში. სოუსი მზადაა.

 

უნივერსალური

 

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

შემადგენლობა

 

200 გრ არაჟანი

2 ს/კ. ხორბლის ფქვილი

20 მლ წყალი

მარილი გემოვნებით

მომზადება

გააცხელეთ ტაფა, მოშუშეთ ფქვილი, დაამატეთ წყალი და არაჟანი, ურიეთ გასქელებამდე, დაამატეთ მარილი გემოვნებით.

 

ნიგვზით

 

 

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

შემადგენლობა

50 გრ ნიგოზი

200 გრ არაჟანი

1 ს/კ. მზესუმზირის ზეთი

1 კონა კამა

მარილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით კაკალი და კამა, დაამატეთ არაჟანი, ზეთი, მარილი, გემოვნებისთვის 1 კბილი ნიორიც შეგიძლიათ. სოუსი მზად არის.

READ  უჩვეულო, მაგრამ გემრიელი “ტუშონკა” ზამთრისთვის!

 

ლიმონით

 

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

შემადგენლობა

200 გრ არაჟანი

1 კონა კამა

0.5 ჩ/კ. ლიმონის წვენი

2 ჩ/კ. ზეითუნის ზეთი

0.5 ჩ/კ. მდოგვი

მარილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით მწვანილი. შეურიეთ ლიმონის წვენი, არაჟანი, მდოგვი, მარილი და ზეითუნის ზეთი.

 

ტომატ-პასტით

 

ფრანგი შეფ-მზარეულების 8 შესანიშნავი სოუსის რეცეპტი. | შენი სუფრა

შემადგენლობა

200 მლ არაჟანი

40 მლ წყალი

2 ს/კ. ხორბლის ფქვილი

1 ხახვი

1 ს/კ. მზესუმზირის ზეთი

30 გრ ტომატის პასტა

მარილი გემოვნებით

მომზადება

გააცხელეთ ტაფა და მოშუშეთ ფქვილი, დაამატეთ 10 მლ წყალი და არაჟანი, ურიეთ სანამ არ გასქელდება. დაჭერით წვრილად ხახვი და მოშუშეთ, დაამატეთ დარჩენილი წყალი, ტომატ-პასტა, შეურიეთ არაჟნიანი მასა და მოშუშეთ ცოტა ხანს. დაამატეთ მარილი გემოვნებით.

ეს იდეალური და ორიგინალური სოუსებია როგორც სალათებისთვის, ასევე ხორცის და თევზისთვის. მაიონეზი, კეტჩუპი, მდოგვი – ყველაფერი კარგია, გემრიელი და სასარგებლოც კი, თუ თქვენ მოამზადებთ სახლში ასეთ საწებლებს. მაგრამ სოუსი არაჟანით, ყოველივე ამის გარდა, არის უმაღლესი შესაძლებლობების მაჩვენებელი.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ