უსაზღვროდ გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი და რაც მთავარია, არ სჭირდება გამოცხობა.

0
108
#post_seo_title

ამ რეცეპტით მომზადებულ ხორციან რულეტს არ სჭირდება გამოცხობა. ძალიან ადვილად მზადდება და უგემრიელესია.

მასალად დაგჭირდებათ:

300 გ მოხარშული ქათმის ფილე

100 გ რბილი ყველი

4 ს/კ. მოხარშული მწვანე ბარდა

6 დიდი ქამა სოკო

1 ხახვი

2 კბილი. ნიორი

1-2 ს/კ კაკალი

0.5 ჭიქა ბრინჯი

2 ს/კ. ზეითუნის ზეთი

1 კონა კამა

მარილი, სანელებლები (უცხო სუნელი) გემოვნებით

მომზადება:

მოხარშული ქათმის ფილე დააბლენდერეთ, შეურიეთ ყველი, სანელებლები, მოხარშული მწვანე ბარდა, კარგად აურიეთ.

 

უსაზღვროდ გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი და რაც მთავარია, არ სჭირდება გამოცხობა. | შენი სუფრა

ბრინჯი მოხარშეთ და გააციეთ. ხახვი და ნიორი დაჭერით და ზეითუნის ზეთში მოშუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი სოკო და გააგრძელეთ მოშუშვა. დაუმატეთ ბრინჯი და სანელებლები, გააციეთ და დააბლენდერეთ.

ფოლგაზე გაშალეთ ქათმის ნაზავი, ზემოდან სოკოს გულსართი ისე გაშალეთ, რომ გვერდები თავისუფალი დარჩეს, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი კაკალი და მწვანილი.

 

უსაზღვროდ გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი და რაც მთავარია, არ სჭირდება გამოცხობა. | შენი სუფრა

გადაახვიეთ და 1 საათით შედგით მაცივარში. მაგიდასთან მიტანის წინ მოხსენით ცელოფანი და მორთეთ დაჭრილი კამით, ბროწეულის ან მოცვის მარცვლებით.

 

უსაზღვროდ გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი და რაც მთავარია, არ სჭირდება გამოცხობა. | შენი სუფრა

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  წელს თქვენი სააღდგომო პასკა ყველასგან გამორჩეული იქნება. ექსკლუზიური რეცეპტი არომატული და გემრიელი პასკის!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ