ტორტი რომელიც ყველა დესერტს დაჩრდილავს

0
290
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

დესერტი რომ ანტიდეპრესანტად ითვლება, ეს ყველასთვის ცნობილია. განსაკუთრებული განწყობისათვის მოგიმზადეთ ტორტი “კრემ-ბრიულე” ალუბლით, რომელიც ყველას განწყობაზე იზრუნებს. თან საოცრად ლამაზია.

ტორტი კრემ-ბრულე გემოთი წააგავს პოპულარულ დესერტს. ისეთი ნაზია, დაღეჭვა არც არის საჭირო, პირში მოხვედრისთანავე დნება. ამ ტორტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ტორტს არ სჭირდება გამოცხობა. ბაზისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ტკბილი პეჩენია, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ შოკოლადისას. ეს შეავსებს ზედა ფენის კრემის გემოს.

ტორტი “კრემ-ბრიულე” ალუბლით

ინგრედიენტები

კარაქი 100 გ

კაკაოს პეჩენია 250 გრ

ჟელატინი 30 გრ

წყალი 100 მლ

შედედებული რძე მოხარშული 200 გრ

არაჟანი 700 გრ

შაქრის ფხვნილი 80 გრ

ალუბალი 350 გ

მომზადება

დაფქვით ნამცხვრები  ბლენდერის გამოყენებით. დაამატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ.

ტორტი რომელიც ყველა დესერტს დაჩრდილავს | შენი სუფრა

სასურველია აიღოთ ფორმა, რომელიც გვერდიდან იხსნება, დააფარეთ ფსკერზე პერგამენტის ქაღალდი და გადაანაწიეთ ზედ გამზადებული მასა, კარგად დატკეპნეთ. მოათავსეთ მაცივარში.

ტორტი რომელიც ყველა დესერტს დაჩრდილავს | შენი სუფრა

დაასხით ჟელატინს ცივი ანადუღარი წყალი. დატოვეთ 15 წუთი. შემდეგ გაადნეთ იგი წყლის აბაზანაზე. გაწურეთ და გააცივეთ.

ტორტი რომელიც ყველა დესერტს დაჩრდილავს | შენი სუფრა

აურიეთ ერთმანეთში ცხიმიანი არაჟანი (მინიმუმ 20%), შედედებული რძე და შაქრის ფხვნილი.

ტორტი რომელიც ყველა დესერტს დაჩრდილავს | შენი სუფრა

რამდენიმე კოვზი არაჟანი ჩავასხათ ჟელატინში და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად ავურიოთ. ჩაასხით ჟელატინის ნარევი კრემში, დაამატეთ უკურკო ალუბალი და აურიეთ.

ტორტი რომელიც ყველა დესერტს დაჩრდილავს | შენი სუფრა

შედეგად მიღებული მასა მოათავსეთ პეჩენიის ფენაზე. გააციეთ მაცივარში 3-4 საათის განმავლობაში, სანამ მთლიანად არ გამაგრდება. ამოიღეთ ფორმიდან და მოხსენით ქაღალდი.

ტორტი რომელიც ყველა დესერტს დაჩრდილავს | შენი სუფრა

გემრიელად მიირთვით! არავინ დაიჯერებს, რომ ნამდვიად სახლში მოამზადეთ.

READ  მისი მომზადება არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას, ის მზადდება იოლად და რაც მთავარია გამოდის უგემრიელესი. მისი მორთვა არ არის აუცილებელი.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ