სახლური ტორტი

0
86
#post_seo_title

ეს ტორტი ამერიკაში ცნობილია, როგორც ,,ქრეიზი ქეიქი.” მისი რეცეპტი შეიქმნა მაშინ, როცა ბევრი პროდუქტის დეფიციტი იყო. ამიტომ ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამასთან კარგი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

ტორტი ,,შეშლილი ნამცხვარი” საკმაოდ მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია. ექსპერიმენტის მოყვარულებს ვეტყვით, რომ ეს ჰაეროვანი შოკოლადის ბისკვიტი, რომელიც მოხარშული კრემით არის გაჟღენთილი, კიდევ უფრო გემრიელი გახდება, თუ მას ლიქიორით დავნამავთ. ეს რჩევა უფროსებს გამოადგებათ!

ინგრედიენტები

  • 1 ლ რძე
  • 410 გ ფქვილი
  • 500 გ შაქარი
  • 6 ს. კ. კაკაო
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხი

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიეთ 320 გ ფქვილი, 300 გ შაქარი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ცოტათი შეათბეთ 0,5 ლ რძე და ჩაასხით მშრალ მასაში. აურიეთ და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.

სახლური ტორტი | შენი სუფრა

2. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

სახლური ტორტი | შენი სუფრა

3. კვერცხი ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან და ფქვილთან ერთად. წამოადუღეთ 0,5 ლ რძე და წვრილი ჭავლით ჩაასხით მიღებულ მასაში. კრემი დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან სულ ურიეთ, სანამ არ გასქელდება.

სახლური ტორტი | შენი სუფრა

4. მზა ბისკვიტი გაყავით 2 ან 3 ნაწილად და წაუსვით მას თბილი კრემი. ტორტი შეგიძლიათ მორთოთ შოკოლადით ან ქოქოსის ფანტელებით. დააყოვნეთ 1-2 საათით, რათა გემოები გაუჯდეს.

სახლური ტორტი | შენი სუფრა

მიუხედავად იმისა, რომ ტორტში არ შედის კარაქი, იგი მაინც ძალიან გემრიელი გამოდის. შეგიძლიათ ზემოდანაც მოასხათ შოკოლადის მინანქარი, ეს ნამცხვარს უფრო სადღესასწაულო იერს მიანიჭებს. ძალიან გემრიელია, გირჩევთ გასინჯოთ!

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
READ  წვნიანი “მანგო” ზამთრისთვის. ვერავის ვაჯერებ, რომ ეს ჩვეულებრივი გოგრაა და არა ტროპიკული ხილი..