ტორტი “დათუნია”- შოკისმომგვრელი, უგემრიელესი ძველებური დესერტი.

0
131
#post_seo_title

ტორტი “დათუნია”

მასალად საჭიროა:

კვერცხი 4 ცალი

შაქრის ფხვნილი 2 ჩ/ჭ

არაჟანი 200 გ.

ფქვილი 5 ჩ/ჭ

კარაქი 200 გ.

ნიგოზი 2 ჩ/ჭ

სოდა-ძმრით 1 ჩ/კ

მომზადება:

ავთქვიფოთ 4 კვერცხის გული, დავამატოთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი,არაჟანი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავყოთ სამ ნაწილად.

კარაქწასმულ გრილ ტაფაზე გავათხელოთ ერთი ნაწილი, წავუსვათ ბეზე შერეული ნიგოზით( 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 4 კვერცხის ცილა, 2 ჭიქა დაფქვილი ნიგოზი), დავადოთ მეორე ნაწილი და კიდევ წავუსვათ ბეზე, შემდეგ მესამე ნაწილი და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე.

გამომცხვარ ტორტს ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი: 100 გ. კარაქი, 4 ს/კ. წყალი, 4 ს/კ შაქრის ფხვნილი და 4 ს/კ. კაკაო ვადუღოთ 3-4 წუთი, შევაგრილოთ და მოვასხათ.

READ  ვიღებ ნებისმიერ ინგრედიენტს რაც სახლში მომეპოვება და შედეგად ასეთ უგემრიელეს კერძს ვიღებ. აი როგორ უნდა მოამზადოთ თქვენც

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ