ტაფაზე მომზადებული ხაჭოს ფუნთუშები

0
101
#post_seo_title

ზაფხულის პერიოდში, როცა ქურასთან დგომა საკმაოდ პრობლემურია, სასურველია მარტივი კერძების მომზადება. ეს განსაკუთრებით საკონდიტრო ნაწარმს ეხება. ამიტომ უნდა შეარჩიოთ ისეთი რეცეპტები, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ. ერთ-ერთ ასეთს გთავაზობთ ახლა. მოამზადეთ ხაჭოს ფუნთუშები, რომლებსაც აერღუმელი არ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 250 გ ხაჭო
  • ასი გ კარაქი
  • ასი გ შაქარი
  • 300 გ ფქვილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • ერთი გ ვანილი
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. ღრმა თასში შეურიე ხაჭო, კვერცხი, დარბილებული კარაქი, შაქარი, ვანილი და მარილი. ათქვიფე ყველაფერი ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ტაფაზე მომზადებული ხაჭოს ფუნთუშები | შენი სუფრა

  1. მიღებულ მასას ჩააცერი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილე რბილი ცომი. ის შესაძლოა ცოტათი ხელს ეკვროდეს.

ტაფაზე მომზადებული ხაჭოს ფუნთუშები | შენი სუფრა

  1. ცომი გაყავი ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული გააბრტყელე 3 მმ სისქის ფირფიტის სახით. ამოჭერი რგოლები ჭიქის დახმარებით.

ტაფაზე მომზადებული ხაჭოს ფუნთუშები | შენი სუფრა

  1. ხუთ-ხუთი ფირფიტა დაალაგე ერთმანეთზე გარდიგარდმო და შემდეგ გადაახვიე და გაჭერი შუაზე. გამოვა ორი ყვავილი. შეუსწორე ფურცლები. იგივე გააგრძელე დარჩენილ ცომზე.

ტაფაზე მომზადებული ხაჭოს ფუნთუშები | შენი სუფრა

  1. ტაფას ჩააფინე პერგამენტი და მასზე მოათავსე ცომები დისტანციით. გამოაცხე თავდახურულში 20-25 წუთის მანძილზე. პირველი 15 წუთი ტაფას არ ახადო.

ტაფაზე მომზადებული ხაჭოს ფუნთუშები | შენი სუფრა

ხაჭოს ყვავილები შეგიძლია გამოაცხო ღუმელშიც 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვი და ასწავლე ეს მეთოდი სხვებსაც!

READ  ნამდვილი ხილის შედევრი!