სულგუნი მსოფლიოში 100 საუკეთესო ყველს შორის მოხვდა

0
80
#post_seo_title

სულგუნი მსოფლიოს 100 საუკეთესო ყველის სიაშია

ქართული სულგუნი Tasteatlas-ის მსოფლიოს საუკეთესო ყველის 100 სახეობის რეიტინგი მოხვდა.  ქართული სულგუნი 100-ეულიდან 46-ე ადგილზეა. გამოცემა წერს, რომ სულგუნის სამშობლო საქართველო, სამეგრელოს რეგიონია.

მას აქვს რბილი გემო და ნახევრად მყარი ტექსტურა. მისი დამზადება შესაძლებელია ძროხის, კამეჩის და თხის რძისგან. იშვიათად კი ამ სამეულის კომბინაციით.

სულგუნი ადვილად დნება, ამიტომ მას ხშირად იყენებენ როგორც პიცის ტოპინგს, მაგრამ ასევე შესაძლებელია დაამატოთ სხვადასხვა სალათებში.

რაც შეეხება პირველ ადგილს, მასზე იტალიური „პარმეჯანო“ მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ იტალიური „მოცარელა“ და „ბურატა“ საუკეთესო ხუთეულში აღმოჩნდნენ. ბერძნული და ფრანგული ყველი მეორე და მეხუთე პოზიციებზე განთავსდა.

წყარო

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ