ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგინაყინი სტრაჩატელას ისტორია 1961 წლიდან დღემდე

ნაყინი სტრაჩატელას ისტორია 1961 წლიდან დღემდე

იტალიის კულტურისა და ისტორიის ნაწილი – ნაყინი სტრაჩატელას ისტორია 1961 წლიდან – დღემდე

სტრა­ჩა­ტე­ლა (იტალ. Stracciatella) ნა­ყი­ნის სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც შო­კო­ლა­დის თხე­ლი „ძა­ფე­ბი“, ან პა­ტა­რა ნა­ტე­ხე­ბი აქვს. ამ ცნო­ბი­ლი ნა­ყი­ნის ის­ტო­რია იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ბერ­გა­მო­ში, 1961 წელს და­ი­წყო. სტრა­ჩა­ტე­ლა ენ­რი­კო პა­ნა­ტო­ნის, ცნო­ბი­ლი ჟე­ლა­ტე­რი­ის – “ლა მა­რი­ა­ნას” მფლო­ბელ­მა და შემ­ქმნელ­მა გა­მო­ი­გო­ნა. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გე­მოა, იტა­ლი­უ­რი ნა­ყი­ნე­ბი­დან.

ნაყინი სტრაჩატელას ისტორია 1961 წლიდან დღემდე | შენი სუფრა

ინ­სპი­რა­ცია

ჟე­ლა­ტე­რია – La Marianna-ს მფლო­ბელ­მა, ენ­რი­კო პა­ნა­ტო­ნიმ, ამ ნა­ყი­ნის შექ­მნის შთა­გო­ნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი იტა­ლი­უ­რი სუ­პი­დან “stracciatella”-დან მი­ი­ღო. სუ­პის სა­ხელ­წო­დე­ბა მომ­დი­ნა­რე­ობს სი­ტყვი­დან “stracciare”, რაც ნიშ­ნავს “რღვე­ვას” ან “დაშ­ლას”. წვნი­ა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტია კვერ­ცხი, რო­მე­ლიც ცხელ ბუ­ლი­ონ­ში ჩაგ­დე­ბი­სას „ირ­ღვე­ვა“ და ქმნის თხელ ძა­ფებს. ამ იდე­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ენ­რი­კო პა­ნა­ტო­ნიმ გა­და­წყვი­ტა შე­ექ­მნა მსგავ­სი ტექ­სტუ­რის ნა­ყი­ნი, რათა ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა თა­ვი­სი რეს­ტორ­ნის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მუ­დამ ითხოვ­დნენ სტრა­ჩა­ტე­ლას წვნი­ანს.

ნაყინი სტრაჩატელას ისტორია 1961 წლიდან დღემდე | შენი სუფრა

ენ­რი­კო გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო კუ­ლი­ნა­რი­ით და ცხო­ბით, მრა­ვა­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გად, მან შექ­მნა თეთ­რი ნა­ყი­ნი ნა­ღე­ბის­გან, რო­მე­ლიც შავი შო­კო­ლა­დის ნა­ტე­ხე­ბით გა­ა­ფორ­მა. პრო­ცეს­ში და­უ­მა­ტა გამ­დნა­რი შავი შო­კო­ლა­დიც, რო­მე­ლიც მო­მენ­ტა­ლუ­რად გამ­ყარ­და და და­ი­ფხვნა. დამ­დნა­რი შო­კო­ლა­დი, რო­მე­ლიც მო­მენ­ტა­ლუ­რად მყარ­დე­ბა, მოგ­ვა­გო­ნებს კვერ­ცხს, რო­მე­ლიც ცხელ ბუ­ლი­ონ­ში ჩაგ­დე­ბი­სას უც­ბად მყარ­დე­ბა და მსგავს ფორ­მებს იძენს.

მომზადების პროცესი

სტრა­ჩა­ტე­ლას დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, თხე­ვად, ცხელ შო­კო­ლადს ნელ-ნელა ას­ხა­მენ ცივ ვა­ნი­ლის ნა­ყინ­ში. ცხე­ლი შო­კო­ლა­დი მყი­სი­ე­რად მკვრივ­დე­ბა ცივ ნა­ყინ­თან შე­ხე­ბი­სას და ქმნის შო­კო­ლა­დის თხელ, ხრა­შუ­ნა ნაჭ­რებს, რომ­ლე­ბიც თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა მთელ მა­სა­ში.

ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა შო­კო­ლა­დის ფან­ტე­ლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტრა­ჩა­ტე­ლას ნა­ყი­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლად შე­ი­ცავს რძე­ზე დამ­ზა­დე­ბულ ნა­ყინს და რძის შო­კო­ლადს, თა­ნა­მედ­რო­ვე ვა­რი­ა­ცი­ე­ბი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ვა­ნი­ლი­თა და მუქი შო­კო­ლა­დით. ნა­ყი­ნის სა­წარ­მო­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში, ხში­რად იყე­ნე­ბენ გა­ხე­ხილ ან დაჭ­რილ შო­კო­ლა­დის ჩიფ­სებს შო­კო­ლა­დის ძა­ფე­ბის ნაც­ვლად.

პოპულარობა

სტრა­ჩა­ტე­ლას ნა­ყი­ნი სწრა­ფად გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჯერ ბერ­გა­მო­ში, შემ­დეგ კი მთელ იტა­ლი­ა­ში. ვა­ნი­ლის ნა­ყი­ნი­სა და ხრა­შუ­ნა შო­კო­ლა­დის ნაჭ­რე­ბის უნი­კა­ლურ­მა ტექ­სტუ­რი­სა და არო­მა­ტის კომ­ბი­ნა­ცი­ამ, ნა­ყი­ნის მრა­ვა­ლი მოყ­ვა­რუ­ლის გული მო­ი­გო. დღეს, სტრა­ჩა­ტე­ლას მთელ მსოფ­ლი­ო­ში იც­ნო­ბენ და უყ­ვართ. ის ხში­რად გვხვდე­ბა ჟე­ლა­ტე­რი­ე­ბის და კა­ფე­ე­ბის მე­ნი­უ­შიც.

READ  რა უნდა ვიცოდეთ სიმინდის სასარგებლო თვისებების შესახებ

სა­ქარ­თვე­ლო­ში, სტრა­ჩა­ტე­ლას ერთ-ერთი მწარ­მო­ე­ბე­ლი ნა­ყი­ნის კომ­პა­ნია „პა­ლო­მა“ გახ­ლავთ. მისი ნა­ყი­ნე­ბის ასორ­ტი­მენ­ტში, სტრა­ჩა­ტე­ლა გა­მორ­ჩე­ულ ად­გილს იკა­ვებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ სტრა­ჩა­ტე­ლას იტა­ლი­უ­რი ფეს­ვე­ბი აქვს, პა­ლო­მას ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოს რე­ცეპ­ტუ­რა ად­გილ­ზე შე­მუ­შავ­და და სა­გე­მოვ­ნო პა­რა­მეტ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია. ნა­ღე­ბის კა­რაქ­სა და შე­ს­ქე­ლე­ბულ რძე­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი ნამ­დვილ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში.

ამ­რი­გად, სტრა­ჩა­ტე­ლა არ არის მხო­ლოდ ნა­ყი­ნი, არა­მედ იტა­ლი­უ­რი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში სი­ცო­ცხლეს და ხალ­ხის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ტექ­სტუ­რი­თა და გე­მო­თი.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები