სპაგეტის მომზადების ორიგინალური რეცეპტი

0
157
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

იტალიური სპაგეტი ყველასთვის საყვარელი კერძია. მისი მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს. ჩვენ დღეს რაღაც განსხვავებულს შემოგთავაზებთ – ორიგინალური ფორმითა და სერვირებით. ეს არის სპაგეტის ,,ჩიტის ბუდეები”, რომელიც დანახვისთანავე მიიპყრობს ყველას ყურადღებას და წარმატება გარანტირებული ექნება.

სპაგეტის მომზადების ვიდეოს თვალი მოადევნეთ და მიჰყევით რეცეპტს ნაბიჯ-ნაბიჯ.

ინგრედიენტები

  • 400 გ სპაგეტი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 250 გ ტომატ პასტა
  •  ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • ასი გ მოცარელა
  • ერთი ჩ. კ. ბაზილიკი
  • ერთი ჩ. კ. ორეგანო
  • ორი ს. კ. ორცხობილა
  • ხმელი მწვანილი გემოვნებით
  • 50 გ ზეთისხილი

მომზადება

  1.  ნიორი დააქუცმაცე და მოშუშე ზეითუნის ზეთში.
  2.  დაამატე ორეგანო და ბაზილიკი და მოშუშე ორიოდ წუთით. ტაფაში ჩაამატე ტომატ-პასტა.
  3.  დიდ ქვაბში აადუღე წყალი, დაამატე მარილი და მოხარშე მასში სპაგეტი ათი წუთის მანძილზე.
  4.  მოცარელა დაჭერი პატარა კუბებად.
  5.  მაკარონი გადაწურე საწურზე. შემდეგ დააბრუნე ისევ ქვაბში და დაამატე მოშუშული ტომატი. კარგად აურიე.
  6.  აიღე ჩანგალი და მისი საშუალებით მოამზადე ,,ბუდეები”. ისინი გადაიტანე პერგამენტიან საცხობ ფორმაზე.
  7.  თითოეული ბუდის შუაში მოათავსე მოცარელას კუბი და ზეთისხილი. მოაყარე ხმელი მწვანილი და მოაფრქვიე საფანელი.
  8.  გამოაცხე ბუდეები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

იხილე ვიდეო:

ასეთი სახის სპაგეტი საუკეთესოა როგორც სადილად, ასევე ვახშმისთვის. ის დაამშვენებს საზეიმო სუფრასაც თავისი ორიგინალური ფორმის გამო.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები
READ  ნახევარ საათში ვამზადებ წითელი დონატების მთას ჩაისთვის!