ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირატომ უნდა მივირთვათ სეზონური ხილი

რატომ უნდა მივირთვათ სეზონური ხილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობას 15 %-ით სამედიცინო მომსახურება განსაზღვრავს, 15%-ით კი გენეტიკა, 70 %-ით კი ცხოვრების წესი და კვება.

გაზაფხული-ზაფხული – ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა დავიწყოთ ჩვენი და ჩვენი შვილების ორგანიზმის მომზადება ზამთრისთვის.

ამაში დაგვეხმარება სეზონური ხილი. ის მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ანტიოქსიდანტებით, შეიცავს ყველა მეტ სასარგებლო ელემენტებს. ახალი ხილი საკვები ბოჭკოების, პექტინის, ორგანული მჟავების, მინერალური მარილების (კალიუმი), რკინის წყაროა. ისინი წმენდენ ორგანიზმს ქოლესტერინისგან, რომლის მაღალი დონე სისხლში ათეროსკლეროზის მიზეზია. ასევე, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და დადებითად მოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

რატომ უნდა მივირთვათ სეზონური ხილი | შენი სუფრა

მაგალითისთვის : დღეში 300 გრ მარწყვი უზრუნველყოფს C და D ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას.

რაც უფრო მეტი დრო გადის ხილის მოკრეფიდან, მით უფრო ნაკლები სასარგებლო ნივთიერებები რჩება მასში, ამიტომ მნიშვნელოვანია მივირთვათ ახალი სეზონური ხილი.

არასეზონურ ხილში ბევრი კონსერვანტი და ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე დანამატებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველდღიურად არანაკლებ 400 გრ და 5 სხვადასხვა სახეობის ხილი უნდა მივირთვათ.

წყარო 

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  რას შეიცავს სინამდვილეში „კოვიდ 19“ ვაქცინები…
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები