საქონლის ხორცის მომზადების ყველაზე ჯანსაღი გზა მისი მოხარშვაა.
თუ დაიცავთ მარტივ წესებს, ხორცში დარჩება სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმი: მაღალი ხარისხის ხორცის ცილა, B ჯგუფის ვიტამინები, ასევე რკინა, თუთია და ამინომჟავები.
მოხარშული საქონლის ხორცის მოსამზადებლად უმჯობესია აიღოთ რბილი ნაჭერი. საქონლის ხორცის ასაკს ადვილად განასხვავებთ ფერის მიხედვით: რაც უფრო ბებერია ცხოველი, მით უფრო მუქია მისი ხორცი.
საქონლის ხორცის ნაჭერი გაასუფთავეტ ზედმეტი ნაწილებისგან.
აადუღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ჩაყარეთ ხორცი მდუღარე წყალში – ასე შეინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმს. კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე და შეამცირეთ სითბო ისე, რომ ბულიონის ზედაპირი მშვიდი დარჩეს. ამოიღეთ ქაფი და მოხარშეთ მინიმუმ საათნახევარი.
მოხარშეთ დაფნის ფოთოლსა და პილპილის მარცვლებში. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დარჩენილი1 სთ-ით ადრე ჩაახარშოთ მთლიანი თავი გაფცქვნილი ხახვი.
ხორცი ბულიონშივე გააცივეთ და ნაჭრებად დაჭერით. ძალიან უხდება დაჭრილი ქინძი და ნიორი.
მასალის გამოყენების პირობები