გოგრას საპატიო ადგილი აქვს იმ ხილბოსტნეულს შორის, რომლებიც თქვენს ორგანიზმსთვის შემოდგომაზე სასარგებლო იქნება
რათა ზამთარს და ვირუსების სეზონს ძლიერი იმუნიტეტით შეხვდეთ.
გოგრის სასარგებლო თვისებები:
ამ მცენარეში სასარგებლოა თითქმის ყველაფერი: თესლი, რბილობი, წვენი.

გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, აქამდეც გსმენიათ, მაგრამ, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ გოგრა A ვიტამინის შემცველობით 5-ჯერ აღემატება სტაფილოს და 3-ჯერ – ძროხის ღვიძლს. A ვიტამინი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნორმალური მხედველობისათვის, ლორწოვანი მემბრანის (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენი ქსოვილის რბილი შრე) შენარჩუნებისათვის, ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის – ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას, იმუნური სისტემისთვის – ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ და ზოგადად იდეალური დანამატია ნებისმიერი ადამიანის ჯანსაღი კვების რაციონისთვის.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi


