საოცარი გემოს ზღაპრული დესერტი “ბლომანჟე”.

0
110
#post_seo_title

ცივი ფრანგული დესერტი “ბლომანჟე” გვხვდება სხვადასხვა რეცეპტით. მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეა  ფრანგ მზარეულებს  ეკუთვნის, ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ რეცეპტი აღმოსავლეთიდან მოდის.

ხშირად ამსგავსებენ ფრანგულ პანა-კოტას, მაგრამ ბლომანჟე უფრო მსუბუქი და ნაკლებად ფოროვანია.

შემადგენლობა

ჟელატინი 30 გრ

რძე 200 მლ

დაბალცხიმიანი ხაჭო 700 გრ

არაჟანი 250 გ

შაქარი 200 გრ

ფორთოხალი 1 ც.

თეთრი ყურძენი 100 გ

ქოქოსის ფანტელები 1 ს/კ.

მუქი შოკოლადი 50 გ

მომზადება

დაასხით ჟელატინს თბილი რძე და დადგით 60 წუთის განმავლობაში.

 

საოცარი გემოს ზღაპრული დესერტი “ბლომანჟე”. | შენი სუფრა

ათქვიფეთ მიქსერით შაქარი, ხაჭო და არაჟანი.

 

საოცარი გემოს ზღაპრული დესერტი “ბლომანჟე”. | შენი სუფრა

ფორთოხალს მოაცალეთ ქერქი და დაჭერით ნაჭრებად. ყურძნის მარცვლები გაჭერით შუაზე.

 

საოცარი გემოს ზღაპრული დესერტი “ბლომანჟე”. | შენი სუფრა

დადგით ჟელატინიანი რძე დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, რომ გაიხსნას. არ უნდა აადუღოთ.

ჟელატინიანი მასა, ხაჭოს მასა და ხილი ერთმანეთში აურიეთ. სილიკონის ფორმაში ჩაასხით და შედგით მაცივარში 4-5 საათით.

მაცივრიდან გამოღების შემდეგ მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და გახეხილი შოკოლადი.

 

 

საოცარი გემოს ზღაპრული დესერტი “ბლომანჟე”. | შენი სუფრა

კლასიკურ ბლომანჟეში არ გამოიყენოთ კივი და ანანასი. ეს ხილი ჟელატინს ანეიტრალებს და არ გაიყინება. შეგიძლიათ მანდარინი და მარწყვის გამოყენება, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ფორთოხლისა და ყურძნის ტანდემია.

READ  ინდაურის ან ქათმის საცივი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ