პარასკევი, ივლისი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიიცით, როგორ მოიქცეთ, თუ კერძი გადაამლაშეთ? - გაეცანით ხრიკებს დიასახლისებისთვის

იცით, როგორ მოიქცეთ, თუ კერძი გადაამლაშეთ? – გაეცანით ხრიკებს დიასახლისებისთვის

დუღილის დროს ქვაბიდან წყალი რომ არ გადმოვიდეს, ზემოდან ხის კოვზი დაადეთ.

თუ კერძი მლაშე, ჩააგდეთ მასში გაფრცქვნილი მთელი კარტოფილი და 2 წუთი ხარშეთ, წვნიანთან ერთად, შემდეგ კი ამოიღეთ.

ჭარხალი კარგად რომ მოიხარშოს, მარილი ბოლოს დაამატეთ.

ბროწეული სწრაფად რომ გაარჩიოთ, მოაჭერით ყუნწი, ქერქი ორ ადგილზე, საწინააღმდეგო მხარეებზე, ერთმანეთის პარალელურად ჩაჭერით და გადმოაბრუნეთ.

პიცა ბევრად უფრო არომატული იქნება, თუ მიკროტალღური ღუმელის ნაცვლად, ტაფაში გააცხელებთ.

ცხელი ღვეზელის დასაჭრელად, ცხელი წყლის ნაკადში დასველებული დანა გამოიყენეთ.

ანანასი სწრაფად რომ დამწიფდეს, ფოთოლი მოაჭერით, გადანაჭერით ქვემოთ დადეთ და ისე შეინახეთ.

მაცივარში ყველი უკეთესად და უფრო დიდი ხნის მანძილზე შეინახება, თუ მის შესაფუთად, სამზარეულოს აპკის ან პოლიეთილენის პარკის ნაცვლად, პერგამენტის ქაღალდს გამოიყენებთ.

ციტრუსები ოთახის ტემპერატურაზე უკეთესად ინახება, ვიდრე მაცივარში.

ქვაბი კარგად რომ გაირეცხოს, ჩაყარეთ მასში 2 ს. კ. სოდა, ჩაასხით პირამდე წყალი და წამოადუღეთ.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ჩირი - მისი კალორიულობისა და სარგებელის შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები