სამეფო კექსი გარგრის ჩირით უკეთესად მოქმედებს, ვიდრე ანტიდეპრესანტი!

0
140
#post_seo_title

კექსი გარგარით

გარგრის ჩირი სრულყოფილად ავსებს ღვეზელებს, ხორცს, იოგურტისა და ხაჭოზე მომზადებულ დესერტებს. ერთი სიტყვით, სამეფო ჩირია!

ჩვენ გირჩევთ სცადოთ არაჟნის კექსი გამხმარი გარგრით – ძალიან ნაზი საკონდიტრო ნაწარმია, რომელიც უკეთესად მოქმედებს, ვიდრე ანტიდეპრესანტები. ნამცხვრით თერაპიისთვის საკმაოდ ცოტაა საჭირო: რამდენიმე ინგრედიენტი და 40 წუთი დრო. მოდით მოვამზადოთ!

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა

არაჟანი 200 გრ

კვერცხი 3 ცალი

გამხმარი გარგარი 1 ჩ.ჭ.

გამაფხვიერებელი 2 ჩ.კ

შაქარი 1 ჩ.ჭ.

კარაქი 1 ს.კ.

შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

დაასხით გარგრის ჩირს მდუღარე წყალი და დატოვეთ 15 წუთით.

кекс с курагой

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ჭიქა არაჟანი, 2 ჭიქა ფქვილი და აურიეთ.

გარგარი გაწურეთ, დაჭერით და აურიეთ ცომში.

выпечка с курагой

მიღებული მასა დაასხით მრგვალ ფორმაში, წინასწარ წაუსვით კარაქი. აცხვეთ 200 გრადუსზე 35–40 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა შეამოწმეთ ასანთის ღერის საშუალებით.

кекс

ამოიღეთ კექსი ფორმიდან, მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!

курага

თუ ამ დესერტს მიირთმევთ  ხილის ჩაისთან, იოგურტთან ან კეფირთან – ეს აღმოჩნდება უბრალოდ მშვენიერი. მოამზადეთ და ასიამოვნეთ ოჯახის წევრები შესანიშნავი დესერტით. არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ რეცეპტი მეგობრებს!

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ხრიკი რომლის მეშვეობითად ქათამს მარტივად და იდეალურად დაჭრით

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ