როგორ მოვამზადოთ სამარხვო ბლინი

0
143
#post_seo_title

მარხვის დროს უფრო მეტად გვენატრება ტკბილი, თუნდაც სამარხვო ბლინი.  ან ისეც ხდება, რომ ჩვენს მაცივარში რძე და კვერცხი არ მოიპოვება, მაგრამ საოცრად გვინდა ამ ნუგბარის მირთმევა.

სამარხვო ბლინი მოამზადეთ მინერალური წყლის დახმარებით. ასეთი წესით მომზადებული ბლინი არაფრით ჩამოუვარდება კლასიკური წესით გამომცხვარს.

როგორ მოვამზადოთ სამარხვო ბლინი | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • 350 გ ფქვილი
  • 250 მლ წყალი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • 3 ს. კ. შაქარი
  • ნახევარი ლ მინერალური
  • ორი გ ვანილი

მომზადება

  1. გაცრილ ფქვილს დაამატე მარილი, შაქარი და ვანილი. ჩაამატე მინერალური წყალი და კარგად მოურიე სრულ გახსნამდე.

როგორ მოვამზადოთ სამარხვო ბლინი | შენი სუფრა

  1. შემდეგ ცომს დაამატე მდუღარე წყალი და კარგად აურიე.

როგორ მოვამზადოთ სამარხვო ბლინი | შენი სუფრა

  1. ცხელ ტაფას მოუსვი ცხიმი და გამოაცხე მასზე ბლინები ჩვეულებრივი წესით.

როგორ მოვამზადოთ სამარხვო ბლინი | შენი სუფრა

ბლინებს კვერცხისა და რძის გარეშე ძალიან უხდება როგორც არაჟანი, ასევე სხვადასხვა ჯემი. მოადუღეთ ჩაი და დატკბით უბრალო ბლინებით.

თქვენ რა მეთოდით აცხობთ ბლინებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში. ეს რეცეპტი კი ასწავლეთ სხვებსაც!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  კლასიკური შაქრის მინანქარი, რომელიც არ იფშვნება და არ ეწებება სადღესასწაულო კალათას. ის არ არის მხოლოდ დეკორაცია, მას ასევე აქვს წმინდა მნიშვნელობა