ბრიუსელის კომბოსტოს სალათა

0
87
#post_seo_title

ეს პატარა, თითქოს ‘’სათამაშო’’ კომბოსტო ბელგიური წარმოშობისაა. ის გაჯერებულია ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით. ამავე დროს, კომბოსტოს ამ ორიგინალური სახეობიდან სხვადასხვა გემრიელი სალათა შეგიძლიათ მოამზადოთ. 

სალათა რომელსაც დღეს ჩვენ გთავაზობთ ბრიუსელის კომბოსტოს ერთ-ერთი კერძის ოპტიმალურ და ძალიან კარგ რეცეპტს – შესანიშნავია თბილი  სახით მისართმევად. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!

ბრიუსელის კომბოსტოს სალათა | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ბრიუსელის კომბოსტო
  • 200 გ ქათმის ფილე
  • ორი ს. კ. სოიოს სოუსი
  • 60 გ კარაქი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • 1,5 ს. კ. არაჟანი
  • ორი კბილი ნიორი
  • ერთი პატარა სტაფილო
  • 50 გ პარმეზანი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ქათმის ფილე გარეცხე და დაჭერი საშუალო ზომის ნაჭრებად.

ბრიუსელის კომბოსტოს სალათა | შენი სუფრა

2. ცალკე ჭურჭელში მოამზადე მარინადი. ორ კბილ დაჭყლეტილ ნიორს დაამატე სოიოს სოუსი და ცოტა პილპილი. კარგად აურიე.

ბრიუსელის კომბოსტოს სალათა | შენი სუფრა

3. მარინადში მოათავსე ქათმის ნაჭრები და დატოვე 20 წუთით.

ბრიუსელის კომბოსტოს სალათა | შენი სუფრა

4. ბრიუსელის კომბოსტო წამოადუღე მარილწყალში. ეს წყალი გამოუცვალე და კვლავ მოათავსე სუფთა მდუღარე წყალში, ხარშე ხუთი წუთი, თან ჩაამატე ლიმონის რამდენიმე წვეთი.

ბრიუსელის კომბოსტოს სალათა | შენი სუფრა

5. როცა კომბოსტო გაცივდება, დიდი თავები გადაჭერი შუაზე და ერთად შეწვი კარაქიან ტაფაზე ოქროსფრამდე.

ბრიუსელის კომბოსტოს სალათა | შენი სუფრა

6. ცალკე გახეხე სტაფილო და შეწვი ზეთში ქათამთან ერთად. ათი წუთი საკმარისი იქნება.

ბრიუსელის კომბოსტოს სალათა | შენი სუფრა

7. ბოლოსკენ ქათამს დაამატე არაჟანი, ნიორი, მარილი, პილპილი და თუშე კიდევ ხუთიოდ წუთი.

ბრიუსელის კომბოსტოს სალათა | შენი სუფრა

8. მზა ქათმისა და კომბოსტოს მასები შეურიე ერთმანეთს და ზემოდან დააყარე გახეხილი ყველი. მზადაა!

ბრიუსელის კომბოსტოს სალათა | შენი სუფრა

აი, ასეთი გემრიელი გამოდის ბრიუსელის კომბოსტოს თბილი სალათი. ვისაც არ მოსწონს ამ კომბოსტოს გემო, ისინიც კი დადებითად შეაფასებენ კერძის განსაკუთრებულობას.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი სხვებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
READ  თბილი, სასიამოვნო, სამახსოვრო ოჯახური ჩაის საღამოსთვის: “ბერლინური მაფინები”.