სალათა ,,შავი მტევანი” ქათმის ხორცითა და ყურძნით

0
21
#post_seo_title

მაიონეზიანი სალათების სხვადასხვა ვარიანტიდან ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ქათმის ხორცისა და შავი ტკბილი ყურძნის კომბინაციაა. ამ კერძის რეცეპტები მრავალნაირია. ჩვენ შემოგთავაზებთ ერთ-ერთი საინტერესო სალათის – ,,შავი მტევნის” – რეცეპტს.

ეს სადღესასწაულო სალათაა, ვინაიდან საკმაოდ ორიგინალური გაფორმება აქვს.

სალათა ,,შავი მტევანი” ქათმის ხორცითა და ყურძნით

ინგრედიენტები

  • 400 გ შებოლილი ქათმის მკერდი
  • 300 გ შავი ყურძენი
  • 300 გ მაგარი ყველი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 2 ს. კ. მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით
  • ნახევარი კონა ოხრახუში

მომზადება

1. ქათამს მოაცალეთ კანი, ძვლები. ხორცი დაჭერით წვრილ ნაჭრებად. შეგიძლიათ თავიდანვე მოხარშული ან შებოლილი ქათამი გამოიყენოთ.

2. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კვერცხი მოხარშეთ და გაყავით ცილა და გული ერთმანეთისგან. ცილა გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გულები კი წვრილზე.

სალათა ,,შავი მტევანი” ქათმის ხორცითა და ყურძნით

3. ყურძენი გარეცხეთ და დამარცვლეთ, თითოეული მარცვალი გაყავით შუაზე. წიპწები ამოაცალეთ. დაიწყეთ სალათის აწყობა, ამისთვის აიღეთ ბრტყელი თეფში, რომელზეც პირველ ფენად მოათავსებთ ცილას.

4. ცილას მოაყარეთ მარილი და გაუკეთეთ ზემოდან მაიონეზის ბადე. შემდეგ ფენად დაალაგეთ ქათმის ნაჭრები. მასაც მოასხით მაიონეზი. დაალაგეთ ზემოდან კვერცხის გული ასევე  მაიონეზით. სულ ზედა ფენაზე კი გახეხილი ყველი მოაყარეთ.

5. კვლავ გაუკეთეთ მაიონეზის ბადე და მორთეთ ყურძნის მარცვლებით, განაჭერი მხარე მოაქციეთ ქვემოთ. ყურძნის მტევნის ფოთლებად გამოგადგებათ ოხრახუში ან სხვა მწვანილი.

სალათა ,,შავი მტევანი” ქათმის ხორცითა და ყურძნით

სალათა ,,შავი მტევანი” მზად არის. უმჯობესია ჭამამდე 1-2 საათით ადრე შედგათ მაცივარში, უმჯობესია დატოვოთ მთელი ღამით.

როგორ მოგწონთ ამ პროდუქტების ასეთი კომბინაცია? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები