შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიროგორ გავხადოთ სადღესასწაულო კერძები ნაკლებად კალორიული

როგორ გავხადოთ სადღესასწაულო კერძები ნაკლებად კალორიული

საახალწლო და სადღესასწაულო სუფრა ტრადიციული კერძების გარეშე წარმოუდგენელია.

სადღესასწაულო კერძები თუ თქვენც გიყვართ თუ გსურთ, წონა არ მოიმატოთ, შეცვალეთ ტრადიციული კერძების ზოგიერთი ინგრედიენტი, რათა შეამციროთ კალორიები.

50 კალორიით ნაკლები

სალათა „ოლივიეს“ მომზადებისას ბევრი იყენებს დაჭრილ მოხარშულ ძეხვს, ის კი საკმაოდ კალორიულია. შეცვალეთ ის ხბოს ხორცით ან ინდაურის მკერდით.

შეაზავეთ სალათა დაბალკალორიული მაიონეზით ან ნატურალური იოგურტით. ბოსტნეულის სალათები შეიძლება მომზადდეს ჩვეული ინგრედიენტების გარეშეც. დააბლენდერეთ ნებისმიერი ცოცხალი ან გაყინული კენკრა, მაგალითად, შავი მოცვი ან შტოში, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, წიწაკა, სხვა სუნელები და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიიღებთ პიკანტურ სოუსს ბოსტნეულისთვის.

100 კალორიით ნაკლები

სადღესასწაულო ტორტზე უარს ვერ ამბობთ? მაშინ აირჩიეთ არა ფენოვანი ცომი, არამედ ბისკვიტი ჯემიანი სუფლეთი ან ნაკლები ცხიმის შემცველი კრემით. თქვენ თვითონ გსურთ ნამცხვრის მომზადება? – შეცვალეთ საჭირო ცხიმის ნახევარი ხილის ჯემით ან ხილფაფით. ის ნამცხვარს ბუნებრივ სიტკბოს და სინოტივეს შესძენს. თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე: თუ დესერტი ღუმელში ცხვება, ცხიმის სხვა პროდუქტებით შეცვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის იერსახესა და გემოზე, ამიტომ ექსპერიმენტი წინასწარ ჩაატარეთ! გააზავეთ ტკბილი წვენები და ხილის სასმელები უგაზო მინერალური წყლით.

ქათამი და ინდაური მოამზადეთ გრილზე და არა ლითონის ფურცელზე – ასეთ დროს კანი პირდაპირ იწოვს ცხიმს ფირფიტიდან, ამიტომ ნუ მიირთმევთ ფრინველის დაბრაწულ, კრაწუნა კანს.

მიირთვით ხილი

ხილი არა მარტო შაქარს, არამედ საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კი არ ვისიამოვნებთ დესერტით, არამედ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებსაც მივაწვდით. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შაქრის შემცვლელები ნაკლებკალორიულია, ამიტომ ბევრი ჭარბი წონის დროს მათ იყენებს, თუმცა ყველა ერთნაირად უსაფრთხო როდია. ყველაზე უვნებელია ასპარტამი, საქარინი, სუკრალოზა, რომელიც გემოთი ყველაზე მეტად უახლოვდება ნამდვილ შაქარს. ნაკლებკალორიული შემცვლელები ყველა პროდუქტს შეიძლება მოვუძებნოთ. მაგალითად, ხორცს. ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა, ხორცის ალტერნატივად სოკო ან ლობიო მოვიაზროთ. სინამდვილეში არჩევანი უფრო დიდია – ცილები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მოიპოვება სხვა მცენარეულ პროდუქტებშიც: ტოფუში – სოიის ხაჭოში, კაკალში, მზესუმზირაში, ოსპში. ჩართეთ ეს პროდუქტები რაციონში – ის გაცილებით მრავალფეროვანიც გახდება და მეტ სარგებლობასაც მოუტანს ორგანიზმს.

READ  ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ღვიძლზე

საყვარელი სასუსნავი

სასუსნავის შერჩევისას შეგიძლიათ სხვადასხვა პროდუქტის ნაკლებკალორიული, მაგრამ სასარგებლო შემცვლელები გამოიყენოთ. ისინი შეიძლება მიირთვათ გვიან საღამოსაც, მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ მათი ენერგეტიკული ღირებულება 200 კკალ-ზე ნაკლებია. მაგალითად, ერთი ულუფა ქიშმიში ან გარგარის ჩირი სულ 80-90 კკალ-ს შეიცავს. შიმშილს მოგიკლავთ ბანანიც – ერთ ცალ საშუალო ზომის მწიფე ნაყოფში 109 კკალ და მხოლოდ 1გ ცხიმია. ქალების 62%-მა ზედმეტი წონა მას შემდეგ მოიშორა, რაც უარი თქვა მკაცრ დიეტებზე. პროგრამა ასეთი იყო: ცომეულის შეზღუდვა, ცხოველური ცხიმის შემცირება და მეტი ფიზიკური დატვირთვა.

რამდენიმე რჩევა

ბოსტნეული მოხარშეთ სქელძირიან და მჭიდროდ თავდახურულ ქვაბში. სახურავი რაც შეიძლება იშვიათად ახადეთ. ასე პროდუქტი უფრო მეტ ვიტამინს შეინარჩუნებს.

ბოსტნეულს შუშვის დროს ნუ დაუმატებთ მარილს, თორემ წვენი გაუვა და მასთან ერთად სასარგებლო მიკროელემენტებსა და ვიტამინებსაც დაკარგავს.

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები