სადღესასწაულო რეცეპტი

0
204
#post_seo_title

სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია სადღესასწაულო დესერტის გარეშე. ამ საფინალო კულინარიული აკორდით დიასახლისი გვიჩვენებს რომ საქმის ოსტატია. სტუმრები კი მას მოუთმენლად ელიან.

სადღესასწაულო რეცეპტი ეს არის  ჟელეს რეცეპტს, რომელსაც სახლში მარტივად და სწრაფად მოამზადებთ. ეს დესერტი უყვართ არამხოლოდ ბავშვებს, არამედ დიდებს, რადგანაც რბილი და ტკბილია.

ინგრედიენტები

  • 1 ლ არაჟანი (რაც უფრო ცხიმიანია, მით უკეთესი)
  • 250 გ შაქარი
  • 3–4 ბანანი
  • 30 გ ჟელატინი
  • ვანილის შაქარი და შოკოლადი სურვილისამებრ

მომზადება

გამოიღეთ არაჟანი მაცივრიდან, რათა ოთახის ტემპერატურაზე გათბეს. დაიწყეთ მიქსერით ათქვეფა, დაამატეთ შაქარი , მათ შორის ვანილის და გააგრძელეთ ტქვეფა შაქრის სრულ გახსნამდე.

სადღესასწაულო რეცეპტი | შენი სუფრა

წყლიან ჭურჭელში მოხარშეთ ჟელატინი სრულ გახსნამდე. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე

სადღესასწაულო რეცეპტი | შენი სუფრა

დაჭერით ბანანები კუბიკებად.

სადღესასწაულო რეცეპტი | შენი სუფრა

მოამზადეთ ჭურჭელი შელესთვის.თითოეულ ჯამში გაანაწილეთ ბანანის ნაჭრები.

სადღესასწაულო რეცეპტი | შენი სუფრა

შეაერთეთ გაციებული ჟელატინი და არაჟანი. აურიეთ არაჟანი კოვზით და მასში ნელ-ნელა ჟელატინი ჩაასხით.

სადღესასწაულო რეცეპტი | შენი სუფრა

ახლა არაჟნის მასა ჩაასხით ბანანიან ჭურჭელში. შედგით მაცივარში თუ სტუმრები უკვე მოვიდნენ  და გეჩქარებათ, მაშინ საყინულეში.

სადღესასწაულო რეცეპტი | შენი სუფრა

დააყარეთ დაფხშვნილი შოკოლადი.

სადღესასწაულო რეცეპტი | შენი სუფრა

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ბანანი ნებისმიერი კენკრით ჩაანაცვლოთ. ზამთარშიც კი შეძლებთ მის მომზადებას თუ გაყინული ხილი ან კენკრა მოგეპოვებათ.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ზღვა სიამოვნება და უსაფრთხო დესერტი ბავშვებს! ჩემი შვილები დიდი კოვზით მიირთმევენ!